კვირა, მაისი 19, 2024

რთული კლიმატური და რელიეფური პირობების მიუხედავად სს „თელასი“ უმოკლეს ვადაში ახორციელებს ავარიების სალიკვიდაციო სამუშაოებს

ტაბახმელაში, კოჯორში, ბეთანიაში, კიკეთსა და წყნეთში ბოლო დღეებში გართულებული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გახშირდა ავარიები სს „თელასი“-ს გამანაწილებელ ქსელში.
აღნიშნული ავარიები გამოწვეულია თოვლით და ლიპყინულით, რაც თავის მხრივ იწვევს საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონაში არსებული მწვანე ნარგავების წაქცევას და საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანებას.

რთული კლიმატური და რელიეფური პირობების მიუხედავად სს „თელასის“-ს ტექნიკური სამსახური უმოკლეს ვადაში ახორციელებს ავარიების სალიკვიდაციო სამუშაოებს. ზემოთ აღნიშნულ უბნებზე ავარიების აღმოფხვრის და შემდგომში პრევენციის მიზნით, მობილიზებულია სს „თელასის“ გამანაწილებელი ქსელის სამსახურის შესაბამისი ქვედანაყოფები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ახორციელებენ მორიგეობას და დაზიანებების აღმოფხვრას.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული