ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბებიაჭარაში მნიშვნელოვანი ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

აჭარაში მნიშვნელოვანი ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

აჭარაში ახალ და საინტერესო ტურისტულ პროდუქტებზე მიმდინარეობს მუშაობა. ხიხანის ციხეზე ასასვლელი ტურისტული ბილიკისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, ჯვარიმინდორის ტურისტული თავშესაფრები, საპიკნიკე სივრცეები და სამთო ველობილიკი იმ პროექტებს შორისაა, რომლებსაც რეგიონი ტურისტებს სთავაზობს.

მნიშვნელოვანია, ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკის მშენებლობა, რომელიც ტურისტებს ხიხანის ციხის დალაშქვრას გაუმარტივებს. ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულებულია. განახლებული ბილიკით სარგებლობას ტურისტები შემდეგი წლის ზაფხულში შეძლებენ.

ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე უკვე მიმდინარეობს გარემოსთან ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკების მოწყობა. შემდეგი წლისთვის კი ნაკრძალს მოსასვენებელი სივრცეები, შთამბეჭდავი ვიზუალისა და სიმაღლის გადმოსახედი პლატფორმა და ავტოპარკინგი შეემატება.

ექსტრემალური და თავგადასავლების მოყვარული მოგზაურებისთვის რეგიონში კანიონინგის ორი ტურისტული მარშრუტი მოეწყო. უჩხოსა და კაპნისთავის კანიონზე ტურისტებს კასაკდოვან ჩანჩქერებზე თოკებით დაშვებისა და ულამაზესი ხეობების დალაშქვრის საშუალება აქვთ. კანიონგთან ერთად აქტიურად მასპინძლობს ვიზიტორებს ჯვარიმინდორის ტურისტული თავშესაფრებიც. ავთენტური და ეკოლოგიური მასალებით დამზადებული საპიკნიკეები ასევე მოეწყო ნაკონაღვარის მთაზე და კვესაური-ძველიმთის მიმდებარედ ხარისაწოლზე.

სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების მიზნით მთიან აჭარას ასევე შეემატა საფეხმავლო – საველოსიპედე ბილიკი. 5 კილომეტრიან ბილიკზე, რომელიც შუახევსა და ქედას ერთმანეთთან აკავშირებს, მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო, რაც მარშრუტზე მოსასვენებელი და რეკრეაციული სივრცეების, საპიკნიკეების, ველოპარკინგის, მოწყობას ითვალისწინებს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელზეც აჭარაში მიმდინარეობს მუშაობა ჩირუხის ორზოლიანი ზიპლანია. 1750 მეტრი სიგრძის ზიპლაინი ჩირუხის მთაზე, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე გაკეთდება, რაც შუახევში ახალ ტურისტული მიზიდულობის ცენტრს შექმნის.

ღორჯომის ხეობაში საცხენოსნო ტურიზმის განვითარების მიზნით ინფრასტრუქტურის მოწყობა შემდეგ წელს დაიწყება. უკვე მზადაა პროექტი, რომლის მიხედვითაც ხეობაში გარემოსთან ადაპტირებული ღია მანეჟის, დახურული თავლის, ამფითეატრის, ადმინისტრაციული ცენტრისა და წრიული საცხენოსნო ბილიკების მოწყობა იგეგმება. ერთ ჰექტარზე მოწყობილ ღია მანეჟში შესაძლებელი იქნება, როგორც მოყვარულების, ისე პროფესიონალების ჯირითი.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

ფოტოები აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ფეისბუქის ოფიციალური გვერდიდან

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გამომყევი აჭარაში” კამპანიაში ჩასართველად რეგისტრაცია მიმდინარეობს

შიდა ტურიზმის სტიმულირების სარეკლამო კამპანია „გამომყევი აჭარაში“ ჩასართველად რეგისტრაცია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“ეს ობერ-ქოც-ხროვა არ იყო რომ გაჰკიოდა, სანქციები ჩვენი ჯილდოაო?🧐” – დავით ქაცარავა

სანქციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ირონიანარევი პოზიცია-მინიშნებებით აფასებს “ანტისაოკუპაციო...