spot_img
მთავარიტრაგიკული ფაქტები"ყოველი ასეთი სიტუაცია ანახლებს ჩვენს ჭრილობას და ძმათა...

“ყოველი ასეთი სიტუაცია ანახლებს ჩვენს ჭრილობას და ძმათა შორის დაპირისპირების 30 წლის წინანდელ ტკივილს გვიმძაფრებს” – ილია II

7 დეკემბერს სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომში გარდაცვლილი 11 პიროვნება მიასვენეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი გავრცელდა ოთარ გაგუას, ბორის ბერულავას, სპირიდონ (ფრიდონ) თირქიას, ხვიჩა დეკანოსიძის, რევაზ კვარაცხელიას, ვახტანგ ხოჯანაშვილის, ბიძინა უშხვანის, ზვიად უშხვანის, გიორგი ჯოხაძის, ოთარ თუთისანისა და იური (გიორგი) მაჭარაშვილის ოჯახის წევრებისა და ახლობლებისადმი:

დღეს სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომში გარდაცვლილი 11 პიროვნება მოასვენეს, ყოველი ასეთი სიტუაცია ანახლებს ჩვენს ჭრილობას და ძმათა შორის დაპირისპირების 30 წლის წინანდელ ტკივილს გვიმძაფრებს.

ღმერთმა დალოცოს ოთარის, ბორისის, სპირიდონის (ფრიდონის), ხვიჩას, რევაზის, ვახტანგის, ბიძინას, ზვიადის, გიორგის, ოთარის და იურის (გიორგის) უკვდავი სულნი და სავანე მართალთა დაუმკვიდროს, ხოლო მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიანიჭოს მშვიდობა და ლოცვის ძალა.

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
7 დეკემბერი, 2022 წ.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...