შაბათი, მაისი 17, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"საქართველოს სასამართლოს გუშაგის" განცხადება მოსამართლე გიორგი არევაძის ინტერვიუზე

“საქართველოს სასამართლოს გუშაგის” განცხადება მოსამართლე გიორგი არევაძის ინტერვიუზე

საქართველოს სასამართლოს გუშაგი მოუწოდებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სპიკერ-მოსამართლეებს, ალექსანდრე იაშვილსა და მაია ქოქიაშვილს, შეასრულონ ნაკისრი ვალდებულება და უზრუნველყონ საზოგადოების ინფორმირება მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით:

2022 წლის 6 დეკემბერს გავრცელდა „TV პირველის“ ინტერვიუ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძესთან, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხს იხილავს. ეს ინტერვიუ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აუცილებელია, სასამართლო სისტემამ უზრუნველყოს მედიისა და საზოგადოების ინფორმირება საქმესთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე.

სასამართლო ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ნდობის ასამაღლებლად მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება საერთო სასამართლოებში მიმდინარე პროცესებზე. სასამართლო სისტემის ანგარიშვალდებულების შესაფასებლად საზოგადოების ინფორმირების უზრუნველყოფა ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ამ მიზნის მისაღწევად სპიკერ-მოსამართლის ინსტიტუტი ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალებაა, რათა სასამართლოს მედიის მეშვეობით ჰქონდეს კომუნიკაცია საზოგადოებასთან.

სპიკერ-მოსამართლის ინსტიტუტი საქართველოში წლებია, არსებობს, თუმცა ბოლო პერიოდის გამოცდილება აჩვენებს, რომ დღეისათვის სპიკერ-მოსამართლეების ინსტიტუტი ფორმალურია და არ მოქმედებს. ეს იყო და არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ სასამართლოში მიმდინარე არაერთ საქმეზე უშუალოდ საქმის განმხილველი მოსამართლეები პასუხობენ მედიის კითხვებს და არა სპიკერ-მოსამართლეები.

სპიკერმოსამართლე ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და მის კომპეტენციას განეკუთვნება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ აუცილებელი ინფორმაციისა და განმარტებების გაცემა.

ერთ სასამართლოში შესაძლებელია, იყოს რამდენიმე სპიკერ-მოსამართლე, სპეციალიზაციების მიხედვით. შესაბამისად, 2022 წლის 21 სექტემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოებში სპიკერ-მოსამართლეებად ერთხმად დანიშნა:

  1. სალომე გველესიანი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე;
  2. ალექსანდრე იაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე;
  3. მაია ქოქიაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე;
  4. ლელა ცაგარეიშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე იაშვილი სპიკერ-მოსამართლედ მეორედ დაინიშნა  (პირველად 2018 წელს), თუმცა არც მას და არც სხვა სპიკერ-მოსამართლეებს ერთი პრესკონფერენციაც კი არ გაუმართავთ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით  

აქედან გამომდინარე, საქართველოს სასამართლოებში სპიკერ-მოსამართლის ინსტიტუტი, ფაქტობრივად, არ მუშაობს. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, ეს არის კონკრეტული სპიკერ-მოსამართლეების მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობა, თუ სასამართლო სისტემის პოლიტიკა გამორიცხავს ამ ინსტიტუტის ეფექტიანობას. ნებისმიერ შემთხვევაში, სასამართლო ხელისუფლება ვალდებულია, სპიკერ-მოსამართლეების მეშვეობით გასცეს იმ კითხვებს პასუხი, რომლებიც საზოგადოებაში ჩნდება, განსაკუთრებით რეზონანსულ საქმეებთან დაკავშირებით.

საქართველოს სასამართლოს გუშაგი დააკვირდება, თუ რამდენად შეასრულებენ სპიკერ-მოსამართლეები მათზე დაკისრებულ ვალდებულებას და მიაწოდებენ თუ არა საზოგადოებას აუცილებელ ინფორმაციას.

ინფორმაციას ორგანიზაცია საქართველოს სასამართლოს გუშაგი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“კობახიძის წერილი არის რუსული პროპაგანდის ბოდვა, ეს არ არის დიპლომატიური ტექსტი” – პაატა მანჯგალაძე

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვანსისადმი...

ირაკლი კობახიძის ღია წერილი დონალდ ტრამპს და ჯეი დი ვანსს

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე ღია წერილით მიმართავს ამერიკის შეერთებული...

“სინამდვილეში ეს წერილი არის მოსკოვისთვის დაწერილი და მიმართულია არა ტრამპზე, არამედ მოსკოვზე” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აგრძელებს პოლიტიკურ შეფასებებს ირაკლი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“მიშას ჯინაზე ქოცებო – დამწყებო პოლიტიკოსებო… პატიმარ კაცთან ბრძოლა ვინ გასწავლათ?” – ელისო კილაძე

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით კონკრეტულ პიროვნებებს, პირდაპირი მინიშნებით მიმართავს...