ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები“შეხვედრა გავმართეთ ნიდერლანდების პოლიტიკური პარტია ,,D66”-ის საერთაშორისო მდივანთან,...

“შეხვედრა გავმართეთ ნიდერლანდების პოლიტიკური პარტია ,,D66”-ის საერთაშორისო მდივანთან, მიეს ბოსისთან” – გიორგი ვაშაძე

გრძელდება “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძისა და პოლიტიკური საბჭოს წევრის სერგო ჩიხლაძის ვიზიტი ევროპაში. პარტიის ლიდერებმა ბრატისლავაში, “ALDE”-ს პოლიტიკურ ჯგუფში გაერთიანებული პარტიების შეხვედრის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრებს მართავენ წამყვანი ქვეყნების პარტიულ ლიდერებთან:

,,D66” ეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც ღიად, მკაფიოდ, მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას და არის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი, მათ შორის, საქართველოს მხარდაჭერის კუთხით ევროკავშირის გაფართოებაზე. თუმცა, მათთვისაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეასრულოს თორმეტივე პუნქტი და არ არის საკმარისი, მხოლოდ და მხოლოდ, ზედაპირული მუშაობა.

აი ეს არის მესიჯი, რასაც ჩვენ ვიღებთ და ამიტომაც ვრთავთ განგაშის ზარს, რომ 12 პუნქტი უნდა შესრულდეს სრულფასოვნად, პოლიტპატიმრები უნდა განთავისუფლდნენ, მართლმსაჯულებაში რეალური რეფორმები უნდა განხორციელდეს და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად სრული მხარდაჭერა გვექნება. თუ ეს არ მოხდება, სამწუხაროდ, ჩვენ შეიძლება კვლავ ცუდი შედეგი მივიღოთ 2023 წლის დასასრულს,” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მან შემომწირა ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი ნაწილი” – მიხეილ სააკაშვილი დაბადების დღეს ულოცავს დედას

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გახსენებით და ...

“უკვე წაქცეულ ქალს მეგობრები არ აღმოაჩნდა” – ელისო კილაძე მანჩო გიორგობიანზე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "ქართული ოცნების" აქტიური...

“კიდევ ერთხელ ნათელი გახდა ოპოზიციური ერთობის აუცილებლობა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება პროკურატურის მიერ დაწყებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა, რომ გააკეთეთ ის, რაც სხვამ ვერ გაბედა – საქართველო ხელიდან გამოგლიჯეთ რუსულ იმპერიას…”...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“ივანიშვილის ბოლო დასაყრდენები სწორედ მანჩოებია” – მიხეილ სააკაშვილი

“ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერის, მანანა (მანჩო) გიორგობიანის დაკავების ფაქტს...

“ახლა მინდა ვურჩიო ღარიბაშვილს, იგივე ჰაკიმ ფაშა ტრიტრის, მოერიდოს…” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 3 წლის წინანდელ ფაქტებს...

“შემზარავ საიდუმლოს უნდა ავხადო ფარდა სუსისთვის და პროკურატურისთვის” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველი გუნდის მიმართ...