ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიანალიტიკა"არ არის გამორიცხული მე თქვენ სიზმრების მინისტრი გიწოდოთ"...

“არ არის გამორიცხული მე თქვენ სიზმრების მინისტრი გიწოდოთ” – რომან გოცირიძე მიხეილ ჩხენკელს მიმართავს

ხანდახან ეპითეტები უხდება პოლიტიკოსს და თქვენი გამოსვლა, რომელიც აქ მოვისმინე, იყო ილუზიებში წასული ადამიანის მოხსენება და არ არის გამორიცხული მე თქვენ სიზმრების მინისტრი გიწოდოთ“, – ასე მიმართა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსულ განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა განათლების უწყებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსების ოდენობები გააპროტესტა და მინისტრს მისი დანაპირები შეახსენა.

საქართველოს მთავრობამ მოატყუა მასწავლებლები. საქართველოში ინფლაციიდან გამომდინარე, მათი შემოსავლები, ფაქტობრივად არ გაზრდილა.

რაც შეეხება ბიუჯეტს – განათლების და მეცნიერების დაფინანსება 2022 წელს იყო 2.1 მლრდ. ლარი, ეს არის მშპ-ს 2.9%, მაშინ როდესაც თქვენ როცა მინისტრი გახდით იმ დღიდან მოყოლებული მთავრობის გეგმა იყო 6%-იანი შეფარდება და 72 მილიარდია ჩვენი ქვეყნის მშ წლის ბოლოს და 72-ის ექვსი პროცენტი 4.3 მილიარდი. ზუსტად ორჯერ აცდით მასშტაბებს.

წარმოგიდგენიათ 2.1-ის ნაცვლად მართლაც 4.3 მლრდ. ლარი რომ ყოფილიყო დაფინანსება რა მდგომარეობაში იქნებოდა ქართული განათლება, ქართული სკოლები და მასწავლებლები არ წავიდოდნენ ჩაის და თხილის მოსაკრეფად სხვა ქვეყნებში.

რატომ შეპირდით? სხვათაშორის, ეს პირობა გაუქმებული არ არის და პარლამენტში მიღებულ დოკუმენტებში ისევ ეს ციფრი წერია. ახლა ვნახოთ რა მოხდება 2023 წელს – შემოსულია მომავალი წლის ბიუჯეტი, რომლის მიხედვით, ჩვენი მშპ იქნება 79 მლრდ. ხოლო სამინისტროს ბიუჯეტი 1.98 მლრდ. ლარი იქნება.

თქვენი სიტყვა, რომ ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტი იქნება – არ მართლდება. და რამდენი იქნებოდა მართლა 6% რომ ყოფილიყო? საკუთარი დაპირებები რომ შეგესრულებინათ 4.74 მლრდ. ლარი იქნებოდა.

ასეთ პირობებში საქართველოს განათლების სისტემას არავითარი განვითარება არ უწერია. განათლების სისტემა არის ყველაზე დაჩაგრული, ვინაიდან, როგორც ჩანს, არ არსებობს პოლიტიკური ნება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“აი, სად არის აღშფოთებულ-შეშფოთებულ ევროთვალთმაქცების ძაღლის თავი დამარხული…” – ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებელი წევრი,...

“სალომე ზურაბიშვილზე ისრების გადატანა უსამართლო მგონია” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში მწვავე შეფასებას აკეთებს ოპოზიური...

“როგორ დაამდაბლეს პოლიტიკური აქტი “შიმშილობა”! – ლალი მოროშკინა

პარლამენტის წინ დაწყებულ შიმშილობის აქტს მწვავე სეფასებებით ეხმაურება ლიდერ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...