spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"კახა კალაძე, ჩემს კომპიუტერს ვერ წაიღებთ, ტელევიზიის არაა...

“კახა კალაძე, ჩემს კომპიუტერს ვერ წაიღებთ, ტელევიზიის არაა ჩემია და სადაც ვმუშაობ ყველგან თან დამაქვს” – ნოდარ მელაძე

სასამართლო დავა თბილისის მერს კახა კალაძესა და “ტვ პირველის” ჟურნალისტ მაია მამულაშვილს შორის მოსარჩლე მხარის სასარგებლოდ გადაწყდა. გაჩნდა მოსაზრება, რომ თუ მოპასუხე მხარე ვერ/არ გადაიხდის დაკისრებულ თანხას, შეიძლება ტექნიკის სახით მოხდეს ვალდებულების აღსრულება. ამასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში, თავის პოზიციას აფიქსირებს ტელეკომპანია “ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე:

იმის გამო, რომ კახი კალაძეს მაია მამულაშვილის დასმული კითხვა არ მოეწონა, სასამართლომ “ტვ პირველს” და მაია მამულაშვილს 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

“ტვ პირველი” ამ თანხას ვერ გადაიხდის, რადგან ანგარიშებს ადევს ინკასო. შესაბამისად შემდეგი ნაბიჯი იქნება – კალაძე აღსრულებას მიმართავს, რომ ტელევიზიიდან კამერები წაიღოს, ან მაია მამულაშვილის სახლიდან ამ თანხის ოდენობის ნივთები – სამეული მაცივარი და ან ტელევიზორი.

ველოდებით აღსრულების სამსახურს, მერის მიმართვის საფუძველზე როგორ შემოდის ტელევიზიაში, ნივთების წასაღებად.

p.s კახა კალაძე, ჩემს კომპიუტერს ვერ წაიღებთ, ტელევიზიის არაა ჩემია და სადაც ვმუშაობ ყველგან თან დამაქვს.

საქართველო 2022 წლის 30 ნოემბერი,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნოდარ მელაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ამიტომაა ხელისუფლებისგან ეპითეტები საფრთხილო საქმე, მოწინააღმდეგეებს ლანძღავს და საკუთარი თავი უარესის როლში გამოსდით” –...

კონკრეტულ მიგნებაზე აკეთებს მინიშნებას პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ...

“შეიძლება არ მოგწონდეს ხელისუფლება ან კონკრეტული თანამდებობის თუ პოლიტიკური პირი, მაგრამ ასე გძულდეს შენი...

„შეიძლება არ მოგწონდეს ხელისუფლება ან კონკრეტული თანამდებობის თუ პოლიტიკური...

“ამასაც შეირჩენენ და ქოცარასტი სუპიხვრეპიები, ამასაც გააპრავებენ” – დავით ქაცარავა

გორში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე, მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...