spot_img
მთავარისხვადასხვა"საზოგადოება ერთხელ და სამუდამოდ დარწმუნდეს, რომ ძალიან მძიმეა...

“საზოგადოება ერთხელ და სამუდამოდ დარწმუნდეს, რომ ძალიან მძიმეა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა” – გიორგი სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს მიხეილ სააკაშვილის ძმა გიორგი სააკაშვილი. მისი განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე შესაძლოა დაესწროს თავად ყოფილი პრეზიდენტი, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს შეუწყობს:

,,ტოქსიკოლოგიური დასკვნა ნამდვილად მზად არის. მოდით, დაველოდოთ – თვითონ ექიმებმა გააკეთონ განცხადებები.

რაც შეეხება შუამდგომლობას – ძალიან მოკლე ხნის მანძილზე მოხდება სასამართლოში შეტანა, ვინაიდან დრო აღარ ითმენს. მართლა ძალიან მძიმე მდგომარეობაა.

დღესაც, მოგეხსენებათ, სასამართლო პროცესია. მიშას სურვილი აქვს, რომ დაესწროს, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი შეძლებს თუ არა, ვინაიდან მე ჩემი თვალებით ვხედავ, როგორი რთულია მისი მდგომარეობა. გადაადგილება უჭირს, ძირითადად წევს.

საზოგადოება ერთხელ და სამუდამოდ დარწმუნდეს, რომ იძახიან ეს ფეიკია, ჩვეულებრივად არის, როგორც ყველა პატიმარი – არა! – ძალიან მძიმეა მისი მდგომარეობა“, – განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

სს “თელასი”: 22-23 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ნაძალადების და დიდუბის რაიონების კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“იძულებული ვართ ჩვენით ავხსნათ, თუ რატომ ცვლის ერთი ქოცი პუსტა-პუსტა მეორეს ამა თუ იმ...

მმართველ გუნდში განხორციელებულ მორიგ საკადრო ცვლილებებს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“არცერთი სიტყვის არ მჯერა, რასაც ბორიას კანტორა თხზავს ელისო კილაძის წინააღმდეგ” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...

“ავტორიტარული მმართველობაა, როდესაც “უფლისწული” შემოგყავს პოლიტიკაში” – გოჩა მირცხულავა

პოლიტიკურ პროცესებში "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უმცროსი...