პარასკევი, ივლისი 4, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"სტრატეგია აღმაშენებელი" გმობს და ემიჯნება ძალადობის ყველა ფორმას!...

“სტრატეგია აღმაშენებელი” გმობს და ემიჯნება ძალადობის ყველა ფორმას! – ნანა ტოხვაძე

ქვეყანაში გახშირებულ ფემიციდის და სხვადასხვა სახის ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტსაბჭოს წევრი, ნანა ტოხვაძე, ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების მარშში პარტიის მონაწილეობას აფიქსირებს:

ჩვენს ქვეყანაში გახშირებული ფემიციდის და სხვადასხვა სახის ძალადობის ფაქტები, რომლებიც ხორციელდება ქალთა მიმართ – საგანგაშოა! ეს მიუთითებს პასუხისმგებელი სახელმწიფო ინსტიტუციების არაეფექტურ მუშაობაზე, რაც დაუყოვნებლივ გამოსასწორებელია, როგორც საკანონმდებლო ისე აღსრულების დონეზე.

ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ ყველა კუთხით სამუშაოებში, რომლებიც პირდაპირ მიმართული იქნება ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს საზოგადოების როლი ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში, რაც უზრუნველყოფს ქალების უსაფრთხოებას და ძალადობის ფაქტების მინიმუმამდე დაყვანას.

,,სტრატეგია აღმაშენებელი” უერთდება 25 ნოემბერს დაანოსებულ მარშს, რომელიც ქალთა უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა დაანოსეს და მოვუწოდებთ მოსახლეობას, ერთად დავდგეთ ამ ურთულესი პრობლემის წინაშე, სოლიდარობა გამოვუცხადოთ ქალებს და დავგმოთ ყოველგვარი ძალადობა“, – აცხადებს ნანა ტოხვაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“ასე როგორ დაბეჩავდით, ვანო ნადირაძეს საპატიო ყარაული რომ არ დაახვედრეთ?!” – ელისო კილაძე

უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრისთვის საპატიო ყარაულის დახვედრაზე უარის გამო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ქოცებო, რუსები რომ ვერ “დალაგდნენ” ტრამპის ადმინისტრაციასთან და თქვენ როგორ “დაგილაგებენ”?!” – ზურაბ ბატიაშვილი

უკრაინელების მიერ ქერჩის ხიდზე მიტანილ შეტევასთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს...

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...