ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიკახა კალაძე: მივმართავ ბიზნესსექტორს, რომ საახალწლოდ ქალაქის გაფორმებაში...

კახა კალაძე: მივმართავ ბიზნესსექტორს, რომ საახალწლოდ ქალაქის გაფორმებაში მონაწილეობა კვლავ მიიღონ

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტრადიციულად, საახალწლოდ ქალაქის გაფორმებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც ბიზნესის წარმომადგენლებს, ასევე, რიგით მოქალაქეებს.

კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ თბილისის მერია მათ ხელს შეუწყობს და შესაბამის სივრცეებს გამოუყოფს.

ახალი წელი ახლოვდება და ამისთვის ყველა ერთად ვემზადებით. 2017 წელს დავამკვიდრეთ ძალიან კარგი ტრადიცია – ბიზნესის წარმომადგენლები, სხვადასხვა კომპანიები, რიგითი მოქალაქეები იღებენ მონაწილეობას ქალაქის მორთვაში. რა თქმა უნდა, გვინდა ეს ტრადიცია წელსაც გავაგრძელოთ.

უკვე ძალიან ბევრი კომპანია გვიკავშირდება, გამოხატავს მზაობას, რომ მიიღონ მონაწილეობა დედაქალაქის გალამაზებაში, აიღონ ვალდებულება კონკრეტულ სკვერებთან და მწვანე სივრცეებთან მიმართებაში. ძალიან გვიხარია, რომ ბიზნესსექტორი ამით დაინტერესებულია.

მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ყველა იმ სუბიექტს, ვისაც სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს საახალწლოდ ქალაქის გაფორმებაში, გამოხატოს მზაობა. მზად ვართ, ხელი შეგიწყოთ, გამოგიყოთ შესაბამისი სივრცეები, სადაც შეძლებთ, საახალწლო ილუმინაციები თქვენი კომპანიის ლოგოებით მოაწყოთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

რაც შეეხება საახალწლო ღონისძიებების და დედაქალაქის ქუჩების განათებას, კახა კალაძის თქმით, დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს მომავალში მიაწვდის.

დარწმუნებული ვარ, წელსაც საახალწლო ღონისძიებები შთამბეჭდავი და მასშტაბური იქნება, სადაც მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, განიტვირთონ, დაისვენონ და ამ დღეებით ისიამოვნონ.

რაც შეეხება ახალი წლის ღონისძიებებს, ნაძვის ხის ანთებას, ქალაქის განათებასა და „საახალწლო სოფლის“ გახსნას, ამის შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...

“გაახურებთ ძალიან? პრეზიდენტი და მთავრობა “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებენ!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“როდესაც კანონს არღვევ, პოლიტიკოსის სტატუსი ფარი ვერ იქნება” – კახა კალაძე ნიკა გვარამიას დაკავებაზე

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ირაკლი ღარიბაშვილის “წასვლა” პოლიტიკიდან დაახლოებით იგივე ამბავია ბიძინა რომ “მიდიოდა” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტის, დავით ზურაბიშვილის პოზიცია-შეფასება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...