spot_img
მთავარისხვადასხვამამუკა მდინარაძე ოპოზიციას: თქვენ ხართ უცხო ქვეყნის აგენტურა...

მამუკა მდინარაძე ოპოზიციას: თქვენ ხართ უცხო ქვეყნის აგენტურა ამ ქვეყანაში და უსამშობლო ადამიანები

ჩვეულებრივ პირობებში უკრაინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ვერ იქნებოდა. ეს იმიტომ კეთდება, რომ უკრაინაში ომია“, – ასეთი სიტყვებისთვის ჩვენმა ოპონენტებმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ეძახეს მოღალატეები და რუსეთუმეები, ოღონდ ეს არის სიტყვასიტყვით საფრანგეთის პრეზიდენტის სიტყვები, როცა ევროპელი ლიდერები განმარტებებს აკეთებდნენ, ვინ რატომ და რა პოლიტიკური გარემოებების გამო „დაიმსახურა“ თუ „ვერ დაიმსახურა“ კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატებმა ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმინეს.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენელს, გიორგი ვაშაძეს არ ესიამოვნა, როცა სხდომაზე „ორმაგი აგენტი“ უწოდეს.

ჩვენს პარტნიორებთან მექნება ერთი თხოვნა – აგენტებსა და მეგობრებს შორის, მე მაინც მგონია, რომ მეგობრებზე სჯობს აქცენტის გაკეთება, რადგან აგენტების ნდობა არ შეიძლება. თქვენ გყავთ რიგებში ისეთი ადამიანი, რომელიც დადასტურებულად, მტკიცებულებებით თქვენს „ ტროიკაში“ შემოდის და დღემდე მილიონობით რუსული რუბლით ფინანსდება. „ტროიკა“ შემთხვევით არ მიხსენებია, ეს სიმბოლურია, რა თქმა უნდა, და ამისი დისკომფორტი ვერ შეგატყვეთ თქვენ პირადად“, – მიმართა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა.

ბატონი ვარჰეიმ უაღრესად პოზიტიური გზავნილები გაახმოვანა საქართველოს მიმართ. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ არის ამ დროს ხელისუფლებაში. შენი ქვეყნის მიმართ გაახმოვანა, რომ წინსვლაა, მათ შორის დემოკრატიის, რეფორმების კუთხით და საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. არ დააყოვნა ამაზე რეაქციამ სამწუხაროდ. თქვენი მეგობარი ჯინ შაჰინის განცხადებები გვახსოვს. ქალბატონ ჯინ შაჰინს თვეების განმავლობაში ხმა არ ამოუღია საქართველოსთან დაკავშირებით“, – მიმართა ოპოზიციას მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციას რომ მართლა უყვარდეს თავისი ქვეყანა, იტყოდნენ, რომ პატარა ხარვეზები გასწორდება და ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.

საქართველო ამ მოცემულობით, დღევანდელ დღეს, იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს, მიპასუხეთ ბატონო გიორგი ვაშაძე, თეატრალიზებულ წარმოდგენას რომ გვიმართავთ აქ, იმსახურებს თუ არა? აი, პასუხი რომ არ გაქვთ ამაზე, თქვენ და თქვენი „ტროიკა“ და დიდი გაერთიანება „ნაცმოძრაობის“ სახით და მისი დანაყოფებითურთ, თქვენი დავალების მიმცემების ჭკუაზე რომ დადიხართ, ამიტომ ხართ უცხო ქვეყნის აგენტურა ამ ქვეყანაში და უსამშობლო ადამიანები!“, – მიმართა გიორგი ვაშაძეს მამუკა მდინარაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

სს “თელასი”: 22-23 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ნაძალადების და დიდუბის რაიონების კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“იძულებული ვართ ჩვენით ავხსნათ, თუ რატომ ცვლის ერთი ქოცი პუსტა-პუსტა მეორეს ამა თუ იმ...

მმართველ გუნდში განხორციელებულ მორიგ საკადრო ცვლილებებს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“არცერთი სიტყვის არ მჯერა, რასაც ბორიას კანტორა თხზავს ელისო კილაძის წინააღმდეგ” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...

“ავტორიტარული მმართველობაა, როდესაც “უფლისწული” შემოგყავს პოლიტიკაში” – გოჩა მირცხულავა

პოლიტიკურ პროცესებში "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უმცროსი...