spot_img
მთავარიკანონი და სამართალიკომუნიკაციების კომისიამ „იმედი“ პროდუქტის განთავსების წესების დარღვევის გამო...

კომუნიკაციების კომისიამ „იმედი“ პროდუქტის განთავსების წესების დარღვევის გამო გააფრთხილა

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „იმედი“ პროდუქტის განთავსების (Product Placement) კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა. საქმე ეხება გადაცემას „იმედის დილა“, რომელიც სამაუწყებლო ბადეში არსებული პროგრამების სპონსორობის წესების, პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების, ტელეშოპინგისა და რეკლამის განთავსების მართლზომიერების დადგენის მიზნით, კომისიის მონიტორინგში მოხვდა.

მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ გადაცემაში დრო დაეთმო კომპანია „მანნას“, მისი პროდუქტებისა და მისი სასაქონლო ნიშნის რეკლამირებას, გადაცემის შინაარსი მორგებული და აწყობილი იყო იმ კომპანიაზე, რომლის პროდუქტის განთავსებასაც ჰქონდა მნიშვნელოვანი ადგილი პროგრამაში. აქცენტი გაკეთებული იყო კომპანიის ახალ პროდუქტზე, პროდუქტის თვისობრივ მახასიათებლებზე, შემადგენლობასა და დადებით თვისებებზე.

კომუნიკაციების კომისიამ საკითხზე მსჯელობისას მიიჩნია, რომ ადგილო ჰქონდა პროდუქტისთვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭებას, რომელმაც ასევე პროგრამის შინაარსზე მოახდინა გავლენა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით კი გადაცემაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება უნდა მოხდეს ისე, რომ მან გავლენა არ მოახდინოს პროგრამის შინაარსზე, მათ შორის, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე, ასევე ის არ უნდა შეიცავდეს პროდუქტის შეძენისაკენ პირდაპირ მოწოდებას და არ უნდა მიენიჭოს გადაჭარბებული მნიშვნელობა.

შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო ტელეკომპანია „იმედი“ წერილობით გააფრთხილა.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...