spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ჩალაძე: "მე ვხსნი ჩემს კანდიდატურას"

გიორგი ჩალაძე: “მე ვხსნი ჩემს კანდიდატურას”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის მიერ გაკეთებულ კონკრეტულ შეთავაზებას, ეხმიანება თავმჯდომარეობის კიდევ ერთი კანდიდატი გიორგი ჩალაძე და ოფიციალურ განცხადებას აკეთებს არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით:

პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი არის ერთადერთი, რაზეც სრული კონცენტრირებაა საჭირო, შესაბამისად ჩემთვის ყველაფერი სხვა დანარჩენი არის მეორეხერისხოვანი.

დღეს ლევანის გამოსვლას ვუსმინე, საჭიროა ერთად დასხდომა და საუბარი. ეს უნდა დაწყებულიყო შარშან, 3 ოქტომბერს და მიხეილ სააკაშვილის თემა უნდა იყოს პირველი, ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის საკითხი.

შესაბამისად, მე მინდა ვთქვა, რომ ვხსნი ჩემს კანდიდატურას. მე აღარ დავაყენებ არჩევნებში ჩემს კანდიდატურას, მაგრამ აქვე აღვნიშნავ, არანაირი შტაბების ფორმალური გაფორმება, სტრუქტურული ერთეულები ან სხვა რამე არ არის საჭირო. ეს უნდა იყოს ფართო კონსენსუსი! ჩვენ გვჭირდება პროცესი პრეზიდენტ სააკაშვილისთვის და არა სხვისთვის.

მე ძალიან მოვუწონებ, ვიღებ ამ ნათქვამს ისე როგორც გავიგე, ზუსტად ის, რაც დავასახელე. ჩვენი ხალხის, პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერების, ჩვენი ქვეყნის ერთგული პატრიოტების სურვილი და იმედი მაქვს პარტია და ყველა სხვა დანარჩენი რესურსი ამომიდგება მხარში, რომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი გადავარჩინოთ ერთად.

შესაბამისად, საჯაროდ ვხსნი ჩემს კანდიდატურას!” – განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სინამდვილეში უ@რაკო დიქტატურა აქვს ბ–ნ ბიძინს” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველი გუნდის მიერ, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, ახალი საკონსტიტუციო სარჩელის...

“ჩვენც უნდა გვახსოვდეს და სხვამაც უნდა იცოდეს, რომ პასუხისმგებლობას ყველანი თანაბრად ვიღებთ და ვინაწილებთ”...

საზოგადოებაში წამოწეულ კონკრეტულ საკითხებს თუ შეკითხვებს, ერთგვარი მინიშნებებით და...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“სასოწარკვეთილი ადამიანებით მანიპულირება ადვილია, ვშიშობ, რომ სწორედ ამას აკეთებენ გარკვეული პირები დიუშენის სინდრომით დაავადებულთა...

“სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეიძინოს პრეპარატი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“იძულებული ვართ ჩვენით ავხსნათ, თუ რატომ ცვლის ერთი ქოცი პუსტა-პუსტა მეორეს ამა თუ იმ...

მმართველ გუნდში განხორციელებულ მორიგ საკადრო ცვლილებებს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ნულოვანი თანაგრძნობა თქვენი ცხოვრების ფილოსოფიაა!” – ლელა ჯეჯელავა

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის მიერ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მკურნალობასთან...

“ნეტა არ გადავირეოდეთ მთელი საქართველო…” – ნინო ჯანგირაშვილი

სოციალურ ქსელში პეტერ მადიართან დაკავშირებით დაფიქსირებულ განსაკუთრებულ დამოკიდებულებასთან ერთად...