ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” წევრი ლევან ხაბეიშვილი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აცხადებს, რომ მონაწილეობას მიიღებს საქართველოს თავმჯდომარეობის არჩევნებში:
,,რამდენიმე დღიანი კონსულტაციის შედეგად, ჩემს მეგობრებთან, თანამებრძოლებთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, მონაწილეობა მივიღო არჩევნებში და ,,ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს შევთავაზო საკუთარი კანდიდატურა.
ამ გამოწვევას ვიღებ არა ვინმეს საწინააღმდეგოდ, არამედ ,,ნაციონალური მოძრაობის” გასაძლიერებლად! ვიღებ გამოწვევას, რომ დაბრუნდეს ძლიერი, აქტიური პარტია და შესაბამისად, დაბრუნდეს რეალური უკომპრომისო, მებრძოლი ოპოზიცია ქართულ პოლიტიკაში.
მინდა გამოვიდე ინიციატივით და გიორგი ჩალაძეს, რომელიც მე-3 პრეზიდენტის ჯანმრთელობისთვის ამ თვეების აკეთებს ყველაფერს – შევთავაზო, ,,ნაციონალურ მოძრაობასთან” შეიქმნას შტაბი, რომელშიც გაერთიანდება ყველა – პოლიტიკოსები, ექიმები, სამოქალაქო სექტორი, ის ადამიანები, ვისაც აინტერესებს პრეზიდენტი სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ამ შტაბს გიორგი ჩალაძე ჩაუდგეს სათავეში.
ჩემი მიზანია ,,ნაციონალური მოძრაობა” დავუბრუნო იმ ხალხს, ვისაც ეს ეკუთვნის – მის ამომრჩეველს, მხარდამჭერს და ყველას, ვისთვისაც ეს პარტია რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების მთავარი პლატფორმა და შესაძლებლობაა.
ჩვენი მიზანია, დავძლიოთ უიმედობა, ნიჰილიზმი და ჩვენ ხალხ დავუბრუნოთ რწმენა.
ჩემი მიზანია, ,,ნაციონალური მოძრაობა” ამართლებდეს მის სახელს, შინაარსს და ვიყოთ ყოველდღიურ მოძრაობაში, უკომპრომისო ბრძოლაში რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ინფორმაციისთვის: ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის არჩევნებში ამჟამად 4 კანდიდატი იღებს მონაწილეობას: ნიკა მელია, გიორგი ჩალაძე, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მუმლაძე.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე