spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიდიმიტრი ხუნდაძე: "ისტერიული კამპანიით ტრადიციული იდეოლოგიის საზოგადოებას ძალით...

დიმიტრი ხუნდაძე: “ისტერიული კამპანიით ტრადიციული იდეოლოგიის საზოგადოებას ძალით თავს მოახვიო ის, რაც მისთვის მიუღებელია, ესეც ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა”

აუცილებელია არა ემოციებზე, არამედ, გონებაზე დაფუძნებული ეროვნულ-ევროპული, კონსერვატორული იდეოლოგია შევთავაზოთ მოსახლეობას. ეს არის დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკური კრიზისის ერთადერთი გამოსავალი. ლიბერალები უკვე დიდი ხანია არა რეალურ, არამედ ლამაზად შეფუთულ ყალბ პოლიტიკას სთავაზობენ ხალხს. პოლიტიკა კი მხოლოდ სიმართლეს უნდა ეფუძნებოდეს“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის წევრმა, „ხალხის ძალია“ წარმომადგენელმა დიმიტრი ხუნდაძემ.

მის თქმით, ულტრალიბერალურმა იდეოლოგიამ ახალი ფორმის ძალადობა წარმოშვა, რომლის იარაღად დემოკრატია იქცა და ჭეშმარიტ დემოკრატიულ ღირებულებებს უთხრის ძირს, ამ დროს კი ყველაზე დიდი მსხვერპლი შესაძლოა ტრადიციული, პატარა ქვეყნები აღმოჩნდნენ.

ისტერიული კამპანიით ტრადიციული იდეოლოგიის საზოგადოებას ძალით თავს მოახვიო ის, რაც მისთვის მიუღებელია, ესეც ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა. მსოფლიო პოლიტიკა ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში გადავიდა და დღეს, ულტრალიბერალიზმმა კვლავ წარმოშვა ულტრარადიკალიზმი საზოგადოების გარკვეულ ფენაში. გვსურს თუ არა ასეთი მსოფლიო წესრიგი, სადაც ერთ რადიკალიზმს ცვლის მეორეს და ორივე დამანგრეველია სახელმწიფოებისთვის?

ჩვენი მოძრაობა “ხალხის ძალა” სწორედ სიმართლის თქმის პრინციპზე დაფუძნდა, რომლის მთავარი მიზანი ეროვნულ ღირებულებებზე დამყარებული, ევროპული კონსერვატორიზმის ჩამოყალიბებაა საქართველოში.

ჩვენ არ ვითვალისწინებთ მხოლოდ ერთი მხარის შეხედულებებს და მივყვებით თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკას, სადაც არ მოსწონთ ის “ლიბერალური ძალადობა”, რომელიც არა დემოკრატიის, არამედ, ავტოკრატიის გამოვლინებაა.

გლობალიზაციას მალე შეცვლის ეროვნულ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული, თვითმყოფადი სახელმწიფოების ახალი იდეოლოგიური მიმართულება, სადაც გათვალისწინებული იქნება არა მხოლოდ დიდი სახელმწიფოების, არამედ, პატარა ერი-სახელმწიფოების ინტერესებიც. სწორედ ასეთ მსოფლიო თანამეგობრობაში ექნება საქართველოს ღირსეული ადგილი.

ეს პროცესები შეუქცევადია. ამიტომ, არა მხოლოდ ქართველ, არამედ, დიდი სახელმწიფოების დიდ პოლიტიკოსებსაც კი ვურჩევდი, ჩვენს, როგორც ახალი მსოფლიო რეალობის ნაწილის მიმართ შეფასებებში სიფრთხილე გამოიჩინონ, რადგან როდესაც ხალხის ძალას ბრძოლის ერთადერთი იარაღი სიმართლე აქვს, გამარჯვება გარდაუვალია. სიმართლე კი ჩვენი ერთადერთი იარაღია, რომლიც ამ ურთულეს ვითარებაში დაიცავს ქვეყანასაც და საზოგადოებასაც“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რა დასკვნებს გამოიტანს ივანიშვილი უნგრეთიდან?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური შეფასებები, ვარაუდები, აქცენტები...

“ივანიშვილის კრიმინალურმა სინდიკატმა ფეხზე დაიკიდა ტურიზმი და მთელია აქცენტი გააკეთა რუსების და სხვა უცხოელებისთვის...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ტურიზმის სექტორში შექმნილ სიტუაციას...

“სკოლაში ფორმების შემოღება ძირითადად ორი არგუმენტოთ “პრავდება” ხოლმე…” – მერაბ მეტრეველი

სკოლაში სავალდებულო ფორმების შემოღებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ აზრთასხვადასხვაობას და...

“მადლობა ბატონო ბიძინა, ჩვენ თუ ვერ დავინახეთ სიკეთე, ღმერთი მაღალია…” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი, ლალი მოროშკინა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“იძულებული ვართ ჩვენით ავხსნათ, თუ რატომ ცვლის ერთი ქოცი პუსტა-პუსტა მეორეს ამა თუ იმ...

მმართველ გუნდში განხორციელებულ მორიგ საკადრო ცვლილებებს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“ნულოვანი თანაგრძნობა თქვენი ცხოვრების ფილოსოფიაა!” – ლელა ჯეჯელავა

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის მიერ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მკურნალობასთან...

“ნეტა არ გადავირეოდეთ მთელი საქართველო…” – ნინო ჯანგირაშვილი

სოციალურ ქსელში პეტერ მადიართან დაკავშირებით დაფიქსირებულ განსაკუთრებულ დამოკიდებულებასთან ერთად...

“ქართულ ოცნებას” წარმოდგენა არ აქვს რა სჭირდება ქართველ ხალხს” – ხატია დეკანოიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე პოლიტიკური შეფასებებით და...