ოთხშაბათი, ივლისი 2, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიშალვა პაპუაშვილი: როდესაც ომბუდსმენობის რომელიმე კანდიდატზე კვალიფიციური უმრავლესობა...

შალვა პაპუაშვილი: როდესაც ომბუდსმენობის რომელიმე კანდიდატზე კვალიფიციური უმრავლესობა შეგროვდება, კენჭისყრას აზრი ექნება და პროცესიც დაიწყება

როდესაც ომბუდსმენობის რომელიმე კანდიდატზე კვალიფიციური უმრავლესობა შეგროვდება კენჭისყრას აზრი ექნება და პროცესიც დაიწყება. ყველას მოვუწოდებ,იმ პერსპექტივით შევხედოთ საკითხს, რომ არ იყოს რადიკალური პოლუსები აქაც და შევძლოთ შეთანხმების მიღწევა, რაც ყველას ინტერესშია“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

სახალხო დამცველობის კანდიდატურის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით, შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს ობიექტური მიზეზის გამო მოუწია გრაფიკის გახანგრძლივება. გასულ კვირას პარლამენტის თავმჯდომარე და ფრაქცია ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ვიზიტში იმყოფებოდნენ. საქართველოში არ იყო ოპოზიციონერი რამდენიმე დეპუტატიც. შალვა პაპუაშვილის თქმით, გაიმართება პოლიტიკური კონსულტაციები და პროცესიც შესაბამისად დაიგეგმება.

სახალხო დამცველის არჩევა არის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი. პროცესი იყო გამჭვირვალე. ერთადერთი შენიშვნა, რაც მე მოვისმინე, იყო მის ზედმეტად გამჭვირვალეობაზე.

კარგი იყო „მოქალაქეების“ ინიციატივა, რომ ყველა კანდიდატი დაასახელეს და საზოგადოებამ და პარლამენტმა შეძლო ყველა კანდიდატის მოსმენა.

ახლა არის პროცესი, რომელსაც ჰქვია პოლიტიკური კონსულტაცია და ვფიქრობ, მნიშნელოვანია, რომ მხარეებმა დაილაპარაკონ. არც ერთ ფრაქციას ცალკე არ აქვს უმრავლესობა, ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ ერთადერთი ფრაქცია, რომლის გარეშეც ვერ მოხდება ომბუდსმენის არჩევა, არის „ქართული ოცნება“.

თავიდანვე საუბარი იყო იმაზე, რომ უნდა გვყავდეს კანდიდატი, რომელიც თანაბრად მისაღები იქნება კვალიფიციური უმრავლესობისთვის, ყველასთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“გავაგრძელებთ მუშაობას სამი წევრის ფორმატში პირების გამოკითხვასთან დაკავშირებით” – თეა წულუკიანი

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ერთგვარი შემაჯამებელი განმარტებები გააკეთა...

“ტირანების და დიქტატორების დრო მიდის წარსულში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ეს ობერ-ქოც-ხროვა არ იყო რომ გაჰკიოდა, სანქციები ჩვენი ჯილდოაო?🧐” – დავით ქაცარავა

სანქციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ირონიანარევი პოზიცია-მინიშნებებით აფასებს “ანტისაოკუპაციო...

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...