spot_img
მთავარიდაპირისპირება"მე მას არ ვენდობი, რადგან მან ბევრჯერ გადაგვაგდო,...

“მე მას არ ვენდობი, რადგან მან ბევრჯერ გადაგვაგდო, სიტყვა გატეხა და გადამგდებ პოლიტიკოსს არ ვენდობი!” – გიორგი მუმლაძე ნიკა მელიაზე

,,მოძრაობა საქართველოსთვის” წევრი გიორგი მუმლაძე საგანგებო ბრიფინგზე განცხადებას აკეთებს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შიგნით დაგეგმილ შიდაპარტიულ არჩევნებთან დაკავშირებით. სამოქალაქო აქტივისტი მწვავედ აკრიტიკებს პარტიის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას და უნდობლობას უცხადებს მას:

,,დღეს ისევ თავზე გვაზის რუსეთის პოროტების იმპერია. რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი და რუსული რეჟიმი სულს გვიხუთავს, ჩვენს მომავალს ყოველდღიურად კლავს, ამიტომ აუცილებელია მისი გამარცხება, რისთვისაც ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” უნდა განხორციელდეს ცვლილებები, შეიცვალოს ნიკა მელია და არსებული ხელმძღვანელობა, რომელმაც ეს პარტია თავიდან ბოლომდე მიიყვანა უძრაობამდე და ჩამოშალა.

ჩვენი მიზანია, რომ ეს პარტია, ეს უზარმაზარი რესურსი გახდეს აქტიური, გახდეს ფლაგმანი ქუჩის პროტესტის მთელი საქართველოს მასშტაბით. უშუალოდ შევაწუხოთ რუსული რეჟიმი ყველგან.

გადადგეს ნიკა მელია თავმჯდომარეობის თანამდებობიდან, რომ მან თავისი უფლება-მოსილებები არ გამოიყენოს ბოროტად. მე მას არ ვენდობი, რადგან მან ბევრჯერ, მე ამას ვამბობ, როგორც ,,ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი, გადაგვაგდო, სიტყვა გატეხა და გადამგდებ პოლიტიკოსს არ ვენდობი.

ბიძინა ივანიშვილის ასეთი გაჯეჯილება, საქართველოში მჩაგვრელი ფეოდალიზმის დამყარება არის პირდაპირ უუნარო და უსუსური ოპოზიციის ბრალი“, – განაცხადა გიორგი მუმლაძემ.

ინფორმაციისთვის: ,,მოძრაობა საქართველოსთვის” წევრი გიორგი მუმლაძე მონაწილეობას იღებს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის არჩევნებში.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილის რეჟიმი სინამდვილეში თიხის ფეხებზე დგას, აღარც შიგთავსი აქვს და აღარც რამე საყრდენი” –...

ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური...

“სისტემა ძალადობრივია მანამ, სანამ ის ძალადობას, როგორც პოლიტიკის ინსტრუმენტს მიმართავს” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მედიაში გასულ რეპორტაჟს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“ნარკომანიის და კრიმინალის ზეობის ხანაში სააკაშვილის ნულოვან ტოლერანტობაზე ვინც ღელავდით, ახლა ნახეთ კობახიძის ნულოვანი...

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ შედარება-მინიშნებებს აკეთებს,...

“უნდა გჯეროდეს, რომ ძალისხმევა შედეგს აუცილებლად გამოიღებს” – თეონა ჭალიძე

ოპოზიციონერი სახალხო პოლიტიკოსი, თეონა ჭალიძე სოციალურ ქსელში თავისი პოლიტიკური...

“ქართული ოცნების” ხელში პოლიციელი გმირი კი არა, ჩვეულებრივი სადისტია” – გია ჯაფარიძე

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე მწვავე, მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“მეტი ემპათია თუ არა ჭკუა მაინც არ გაქვთ, რომ საკუთარ მომავალზე იფიქროთ? სად წავა...

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ მისი დაცვის ქვეყ მყოფი “კოალიცია...