კვირა, მაისი 18, 2025
24.2 C
Tbilisi
spot_img
მთავარიოკუპირებული რეგიონები"მეტ შედეგებს მივაღწიოთ ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის...

“მეტ შედეგებს მივაღწიოთ ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის მშენებლობისა და შერიგების თვალსაზრისით” – თეა ახვლედიანი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის ხელმძღვანელობით, სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა.

სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების მიმდინარეობა და 2021 წლის აპრილიდან მისი სტრატეგიული გადახედვის პროცესი განიხილეს, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობით და სამთავრობო უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციით, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთიანი სამთავრობო მიდგომის ფარგლებში ხორციელდება. ამასთან, სამთავრობო კომისიამ, „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ სამშვიდობო ინიციატივების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობაც შეაჯამა და ამ პროცესში მიღწეულ შედეგებზე, არსებულ სირთულეებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.

დღევანდელ უწყებათაშორის კომისიაზე გამართული მსჯელობა, წლის მანძილზე გაწეული საქმიანობის შეჯამებასა და შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრასთან ერთად, მეტად მნიშვნელოვანი იყო იმ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაციის გაძლიერების თვალსაზრისით, რომლებიც ვმონაწილეობთ შერიგების და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის, ისევე როგორც სამშვიდობო ინიციატივების ერთიანი სამთავრობო მიდგომით განხორციელების პროცესში.

ჩვენ სიღრმისეულად განვიხილეთ ყველა მნიშვნელოვანი განზომილება, მიღწეული შედეგები, გამოვლენილი ტენდენციები და არსებული სირთულეებიც. დასახული ერთიანი ხედვის ფარგლებში, ვაგრძელებთ ინტენსიურ და ერთობლივ თანამშრომლობას ჩვენს ყველა სხვა პარტნიორთან ერთად იმისთვის, რომ მეტ შედეგებს მივაღწიოთ კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოგვარებამდე – ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის მშენებლობისა და შერიგების თვალსაზრისით.

ასევე, იმ მიზნით, რომ თითოეული ჩვენი შემდგომი ნაბიჯი უკეთესად და მაქსიმალურად იყოს მორგებული ადგილზე არსებულ ვითარებას და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებს,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

სამთავრობო კომისიის ინტენსიური მუშაობა განახლებული შემადგენლობით 2021 წლიდან დაიწყო, რომლის შემადგენლობაშიც არიან საქართველოს სახელმწიფო უწყებების, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლები. სხდომას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის წარმომადგენლები.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“შიზოიდური ოლიგარქიული დიქტატურა ახალ რეკოდებს ამყარებს პოლიტრეპრესიათა მსოფლიო რეიტინგებში” – შალვა ნათელაშვილი

გირაოს გადაუხდელობის გამო, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის აღკვეთი...

“წულუკიანის კომისია ვეღარ ქაჩავს მიშას შავ პიარს და გახარიას მრევლი გამოეფინა დამხმარე ძალად?” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რეგაქტორი, ელისო კილაძე (არა)რიტორიკული შეკითხვის დასმით...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 17-19 მაისის პერიოდისთვის

16 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...