spot_img
მთავარისხვადასხვა"არასამთავრობო სექტორი პოლიტიკურ სპექტრს სთავაზობს 5 კანდიდატს" -...

“არასამთავრობო სექტორი პოლიტიკურ სპექტრს სთავაზობს 5 კანდიდატს” – ნიკა სიმონიშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრების შერჩევაზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი კომენტარს აკეთებს იმას დაკავშირებით, თუ რა დიდი მნიშვნელობა ექნება იუსტიციის საბჭოში დამოუკიდებელი და ნეიტრალური არამოსამართლე წევრების არჩევას:

,,იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დამოუკიდებელი და ნეიტრალური არამოსამართლე წევრების შერჩევა – ეს არის ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი აუცილებელი პუნქტი, რომელიც ქვეყნამ წარმატებით უნდა შეასრულოს. ამისათვის, არასამთავრობო სექტორი პოლიტიკურ სპექტრს სთავაზობს 5 კანდიდატს. სწორედ ამდენი ადამიანი არის შესარჩევი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ეს ადამიანები, რომლებსაც ჩვენ ღიად და საჯაროდ მხარს ვუჭერთ, არიან მაღალი პროფესიონალური ღირსების მატარებლები, დამოუკიდებელი, ნეიტრალური პირები და ვფიქრობთ, რომ შეძლებენ ამ სისტემის გაჯანსაღებას მაშინ, როდესაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პროცესები მიმდინარეობს 5 არასამომართლე წევრის გარეშე, რაც პროცესებს სიჯანსაღეს უკარგავს.

მნიშვნელოვანი არის რეკომენდაციებიდან ერთ-ერთის ამ ნაწილში შესრულება. მით უმეტეს, როდესაც ცალკე აღებული შესაძლებელია ეს 5 წევრი არსებით გავლენას ვერ მოახდენს გადაწყვეტილებაზე, თუმცა ეს იქნება პირველი ნაბიჯი იმისათვის, რომ შემდგომი რეფორმები გატარდეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ეს არის ერთ-ერთი ცენტრალური და არსებითი საკითხი, რომლის გარეშეც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის გაჯანსაღება მიგვაჩნია წარმოუდგენლად.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება 10 ხმით. შესაბამისად, თუ ეს 5-ვე წევრი, თუნდაც დაინიშნოს პარლამენტის მხრიდან, რეალურად დამოუკიდებელი და ნეიტრალური, კლანს მაინც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მისთვის ხელსაყრელი იქნება. თუმცა, ეს არის რეფორმის ერთ-ერთი არსებითი შემადგენელი ნაწილი იქიდან გამომდინარე, რომ რეფორმა მართლმსაჯულების სისტემაში უნდა გაგრძელდეს. თუ ჩვენ გვეყოლება სისტემაში რეალურად დამოუკიდებელი წევრები, რა თქმა უნდა, შემდგომი რეფორმის ფარგლებში, რასაც ჩვენ პარლამენტს ვთავაზობთ, რომ ორმაგი 2/3-ით მოხდეს გადაწყვეტილების მიღება, ეს ადამიანები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენენ გადაწყვეტილების მიღებაზე, როგორც მინიმუმ, სანამ ეს ცვლილებები გატარდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მიმართებით.

როდესაც ჩვენ ვხედავდით იმას, რომ ერთი ან ორი წევრი რეალურად კლანისგან დამოუკიდებელი და ნეიტრალური იყო, ჩვენ ამ პირობებშიც კი ვხედავდით რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ნამდვილად დამოუკიდებებლი წევრების ყოფნას იუსტიციის საბჭოში.

თუ ჩვენ გვეყოლება რეალურად 5 დამოუკიდებელი წევრი ამ სისტემაში – ეს ნიშნავს, რომ ბევრად გამჭვირვალე ხდება ამ ორგანოს მუშაობა, საზოგადოებამ უფრო მეტი იცის და ამ ადამიანის იქ ყოფნა კლანისათვის ბევრად უფრო დიდი დისკომფორტი იქნება იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ისე მარტივად ვერ შეძლებენ გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც მათთვის ხელსაყრელი იქნება“, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

სს “თელასი”: 22-23 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ნაძალადების და დიდუბის რაიონების კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“იძულებული ვართ ჩვენით ავხსნათ, თუ რატომ ცვლის ერთი ქოცი პუსტა-პუსტა მეორეს ამა თუ იმ...

მმართველ გუნდში განხორციელებულ მორიგ საკადრო ცვლილებებს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“არცერთი სიტყვის არ მჯერა, რასაც ბორიას კანტორა თხზავს ელისო კილაძის წინააღმდეგ” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...

“ავტორიტარული მმართველობაა, როდესაც “უფლისწული” შემოგყავს პოლიტიკაში” – გოჩა მირცხულავა

პოლიტიკურ პროცესებში "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უმცროსი...