spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს არის ჯორჯ ორუელისეული ტიპიური ნიუსფიკი, როდესაც ჩვენ...

“ეს არის ჯორჯ ორუელისეული ტიპიური ნიუსფიკი, როდესაც ჩვენ გვთავაზობენ, რომ მეცენატს ვუწოდოთ ოლიგარქი, ქართული ჯარის გაქურდვით გაოლიგარქებულ ადამიანს – მედია მენეჯერი, ქართველი ხალხის ჩაგვრის სისტემის შემქმნელ სააკაშვილს – დემოკრატიის შუქურა” – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებთან კომენტარში მწვავე შეფასებას აკეთებს ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, რომელშიც, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, გარკვეული ცვლილებების შეტანა განხორციელდა:

,,ჩვენ და ჩვენმა მოსახლეობამ, პრინციპში, პირდაპირ ეთერში იხილა, რაც მოხდა. იყო მომხსენებლის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი, რომელიც იყო დაბალანსებული და იმ ადამიანის მიერ შედგენილი, რომლებიც ამ საკითხებით იყო დაკავებული.

ვნახეთ, თუ როგორ მოხდა ამ რეზოლუციაზე თავდასხმა, შესწორებების ინიცირება და ა.შ. საჭირო გახდა კომპრომისები იმისთვის, რომ გარკვეული ტექსტი, საბოლოო ჯამში, შედგენილიყო.

მე ვიტყოდი, რომ ეს არის არაჯანსაღი კომპრომისი, სამწუხაროდ, რაც ჩვენ ვიხილეთ იმ პროექტის საბოლოო ვერსიაში, რომელიც კომიტეტზე იქნა დამტკიცებული.

საბოლოო ჯამში, თუ ჩავხედავთ ამ ტექსტს და იმ ნაწილებს, რომლებიც შესწორების სახით აღმოჩნდა ამ ტექსტში, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის ჯორჯ ორუელისეული ტიპიური ნიუსფიკი, როდესაც ჩვენ გვთავაზობენ, რომ მეცენატს ვუწოდოთ ოლიგარქი, ქართული ჯარის გაქურდვით გაოლიგარქებულ ადამიანს – მედია მენეჯერი, ქართველი ხალხის ჩაგვრის სისტემის შემქმნელ სააკაშვილს – დემოკრატიის შუქურა და ა.შ.

ნიუსფიქი – ამოტრიალებული რეალობა და სიყალბე, რომლის აღიარებასაც გვთავაზობენ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ ასეთი სიყალბეების აღიარებას. ასეთი ამობრუნებული რეალობის შემქმნელი მხოლოდ ერთი სახელმწიფო მახსენდება – ეს არის რუსეთი. სამწუხაროა, როდესაც ხედავ ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებიც რუსული პროპაგანდისტული მეთოდებით მუშაობენ.

ჩვენი დამოკიდებულება არის ძალიან მარტივი და პირდაპირი: თეთრი ვერ გახდება შავი, შავი ვერ იქცევა თეთრად. მიუხედავად იმისა, თუ ვის რა აღქმების შექმნა სურს. ამიტომ სიმართლე ყოველთვის დარჩება სიმართლედ, ტყუილი ყოველთვის იქნება ტყუილი!“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ციხეში მყოფი პოლიტიკოსი მე არაფერს მმატებს, მხოლოდ მანგრევს და კიდევ უფრო მეტად მაბეჩავებს!” –...

ოპოზიციონერი ლიდერი პოლიტიკოსების მიმართ დაჩქარებულმა სასამართლო პროცესებმა და მოსალოდნელმა...

“მხოლოდ მივესალმები ე.წ. “რიყის დოქების” დემონტაჟს” – ნიკოლოზ მეტრეველი

ანალიტიკოს ნიკოლოზ მეტრეველის პოზიცია-განმარტებები ე.წ. „რიყის დოქების“ დემონტაჟთან დაკავშირებით: "მხოლოდ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...