spot_img
მთავარისხვადასხვა"მინდა მოგახსენოთ ჩემი პოზიცია, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში არჩევნების...

“მინდა მოგახსენოთ ჩემი პოზიცია, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში არჩევნების საკითხთან დაკავშირებით” – ნიკა მელია

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მიერ ბრიფინგზე გაცხადებულ მოთხოვნას პარტიაში სხვადასხვა დონის არჩევნების ჩატარების თაობაზე, საპასუხო ბრიფინგით და კონკრეტული განმარტებებით გამოეხმაურა პარტია”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია:

მინდა მოგახსენოთ ჩემი პოზიცია, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში არჩევნების საკითხთან დაკავშირებით.

ბრიფინგზე, რომელიც დღეს ჩემმა კოლეგებმა გამართეს, ჩემთვის არაფერი ახალი არ თქმულა და ახალი არაფერი არ მომისმენია. არაფერი ახალი აღნიშნულ ბრიფინგზე არ ყოფილა, გარდა იმისა, რომ ეს განცხადება გაკეთდა ამ ფორმით. არადა, ამ საკითხებზე შიდაპარტიული აქტიური, ყოველდღიური მსჯელობა მიმდინარეობდა კონსოლიდირებული პოზიციის ჩამოსაყალიბებლად.

დრო აუცილებლად გამოაჩენს რა იყო ამ საკითხის ამ ფორმით, ასე ნაჩქარევად გამოტანის რეალური მიზეზეზი და მიზანი, მითუმეტეს, რომ დღეს მთავარი თემა უნდა ყოფილიყო ევროპარლამენტის უმნიშვნელოვანესი შეფასებები.

სწორედ ამ კონსულტაციების ფარგლებში, მე პარტიის შიგნით არჩევნების საკითხი ღიად დავაყენე თვენახევრის წინ – გავაკეთე ეს საკუთარი ინიციატივითა და იმ ადამიანების თანდასწრებით, ვინც დღეს ითხოვს არჩევნებს.

არჩევნების საკითხზე იყო თანხმობა, მსჯელობის საგანი იყო მხოლოდ, როდის და როგორ ჩატარდებოდა არჩევნები. თუ რაიმე არის ჩემთვის კომფორტული – არის არჩევნები, ღია საჯარო და მხარდამჭერთა აბსოლუტური უმრავლესობის ჩართულობით. არჩევნები, სადაც ათობით ათასი პარტიის მხარდაჭერი მიიღებს მონაწილეობას, სადაც ათი ათასობით ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერსთვის მექნება სიმართლის თქმის საშუალება, რათა მათ გააკეთონ გააზრებული და პარტიისა და ქვეყნის მომავალზე ორიენტირებული არჩევანი.

მსურს ყველამ იცოდეს – მზად ვიყავი, ვარ და ვიქნები მონაწილეობა მივიღო ნებისმიერი ტიპის არჩევნებში. მითუმეტეს შიდა პარტიულ არჩევნებში და მითუმეტეს მაშინ, როცა არც თუ ისე ცოტა სათქმელი დამიგროვდა.

პატივისცემით, ვისაც გნებავთ, სადაც გნებავთ როდესაც გნებავთ – მე მზად ვარ ამ არჩევნებისათვის. დანარჩენ დეტალებზე იმსჯელებს პარტია, მათ შორის მათი ჩართულობით, ვინც დღეს გააკეთა განცხადება,” – აცხადებს ნიკა მელია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...