შაბათი, ივლისი 5, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბებიწელს პირველად ბათუმი მსოფლიოს სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების...

წელს პირველად ბათუმი მსოფლიოს სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი

ევროპის შემდეგ ბათუმი უკვე მსოფლიოს სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი. „World Travel Awards“-ის პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად ამჯერად ბათუმს მსოფლიოს მასშტაბით საფრანგეთის, იაპონიის, კოლუმბიის, მექსიკის, ლაოსის, ურუგვაის, ბულგარეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ტურისტულ ქალაქებთან მოუწევს კონკურენცია. ღონისძიება, რომელშიც ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული 11 ნოემბერს ომანის დედაქალაქ მუსკატში ჩატარდება.

„World Travel Awards“-ის დაჯილდოების ცერემონიაზე, მსოფლიოს საუკეთესო ტურისტული მიმართულებები, ქვეყნები, სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები და სატრანსპორტო კომპანიები იქნება წარმოდგენილი. ცნობისთვის, ბათუმმა „World Travel Awards“-ის ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული წელს შემოდგომაზე მოიპოვა, მსოფლიოს დაჯილდოების ცერემონიაზე კი პირველადაა ნომინირებული.

ბათუმის მსოფლიოს სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებად ნომინირება ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი განაცხადია ჩვენი ქალაქისა და ქვეყნისთვის. მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტების ტურისტული მიმართულებების გვერდით ბათუმის წარდგენა, კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდას და ბათუმის, როგორც მრავალფეროვან ტურისტულ მიმართულებად პოზიციონირებას. მთელი მსოფლიოდან ტურიზმის ძირითადი მოთამაშეები და ბიზნესის წარმომადგენლები ომანში, „World Travel Awards“-ის დაჯილდოების ღონისძიებაზე შეიკრიბებიან, სადაც კიდევ ერთხელ გვეძლევა შანსი ბათუმი მოვნიშნოთ მსოფლიო რუკაზე,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.

2023 წელს, „World Travel Awards“ -ის ევროპის გალა ცერემონიას ბათუმი უმასპინძლებს.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

გიდების გადამზადების პროგრამის მონაწილეები ბათუმის პორტს სტუმრობდნენ

ბათუმში დამწყები გიდების გადამზადების პროგრამა გრძელდება. ამჯერად, ინტენსიური სამთვიანი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...