პარასკევი, აპრილი 19, 2024

“გვარამია კანონის დარღვევის გამო ისევ ციხეში იჯდება, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილს კანონის შესაბამისად მანქანაც მოემსახურება და დაცვაც ეყოლება, პრემიერ მინისტრია და ეკუთვნის” – ლევან ნიკოლეიშვილი

დაშლილ-დანგრეული და ერთმანეთის მაგინებელ-მაწყევარი ოპოზიცია ვერ ერევა ხელისუფლებას და ასპარეზზე პერიოდულად ხელმოცარული უცხოელები გამოჰყავთ, თუმცა შედეგი აქაც ნულია!

სამაგიეროდ კვლავ აქტიურობს ტელევიზიები, აი თავის თავს, რომ კრიტიკულ ტელევიზიას ეძახიან და სინამდვილეში დეზინფორმაციისა და ტყუილების გამავრცელებლები, რომ არიან!

არიქა, “შაბათის ფორმულამ” იპოვა მანქანა, რომელიც ღარიბაშვილის შვილს ემსახურებაო – ვაშაა! მორჩა, სასწრაფოდ ციხიდან გაუშვით გვარამია! თურმე ღარიბაშვილი აკეთებს იმას, რის გამოც ნიკა გვარამია დაუპატიმრებიათ!

მოიცა, მოიცა, დავაზუსტოთ რა ხდება: გვარამიამ გაძარცვა და გააპარტახა კერძო კომპანია, და მაგიტომაც იხდის სასჯელს! ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერია და კანონით სახელმწიფო დაცვის სამსახური მას და მის ოჯახს იცავს! და კიდევ ეს მანქანა, რომელიც თითქოს ახლა აღმოაჩინა “შაბათის ფორმულამ” პირველად არ ხვდება მათ ობიექტივში!

ეს რევოლუცია, არეულობა და ხალხის დაზაფრა-მოტყუება ამ „კრიტიკულ ტელევიზიებს“ არ გამოსდის, მაგრამ არც რომ ეშვებიან…

ისე როგორც ვატყობ გვარამია, კანონის დარღვევის გამო, ისევ ციხეში იჯდება, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილს, კანონის შესაბამისად, მანქანაც მოემსახურება და დაცვაც ეყოლება, პრემიერ მინისტრია და ეკუთვნის, თანაც ძალიან წარმატებული და პოპულარული საქართველოშიც და უცხოეთშიც!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლევან ნიკოლეიშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული