spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, როგორც კი ერთ დიდ...

“ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, როგორც კი ერთ დიდ პროევროპულ ერთობას ვაჩვენებთ” – გიორგი ვაშაძე

დღეს, სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში” ოპოზიციური პარტიების – ,,გირჩი – მეტი თავისუფლების”, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” და ,,დროას” ლიდერებმა – ზურა გირჩი ჯაფარიძემ, ელენე ხოშტარიამ და გიორგი ვაშაძემ საზოგადოებასთან შეხვედრა გამართეს და იმსჯელეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვების გზებსა და ევროსაბჭოს 12 რეკომენდაციის საკითხის გარშემო. ღონისძიების დასაწყისში ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ:

,,ნამდვილად გამოსავალს იმისთვის, რომ მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ვხედავთ ერთიანობაში პროევროპულ ფლანგზე.

ძალიან ბევრი შეკითხვაა, მოსაზრებაა, ძალიან ბევრ ადამიანს უნდა, რომ ჩაერთოს. უბრალოდ ფეისბუქის მეშვეობით დავაორგანიზეთ და ვხედავთ, რომ საკმაოდ ბევრი ადამიანი მოვიდა, რომელთაც აინტერესებთ ამ პროცესში ჩართვა, მიიღოს მონაწილეობა, შეკითხვები აქვს ჩვენთან.

ამ ყველაფერს პასუხი უნდა გავცეთ. ჩვენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, როგორც კი ერთ დიდ პროევროპულ ერთობას ვაჩვენებთ. იმიტომ, რომ ,,ქართულ ოცნებას” საქართველო მიჰყავს რუსეთის და არა ევროპის მიმართულებით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში შეფასება გააკეთა გიორგი ვაშაძემ და ღონისძიების სტუმრებს მადლობა გადაუხადა ჩართულობისთვის:

ნამდვილად არ მოველოდი თუ ასეთი დიდი დაინტერესება ექნებოდა დღევანდელ ღონისძიებას. ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა, განსაკუთრებით კი დისკუსიის ნაწილი 👏

ყველას ძალიან დიდი მადლობა მოსვლისთვის და საკუთარი აზრისა თუ რჩევის დაფიქსირებისთვის🙏🏻

პროევროპული ერთიანობა არის ის, რაც ჩვენს ქვეყანაში საბოლოოდ დაამარცხებს პრორუსულ ოლიგარქიულ რეჟიმს✊🏻🇬🇪🇪🇺“, – აღნიშნა “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია, გინდ სიტყვიერი იყოს, გინდ ფიზიკური” – კახა კალაძე

„ადამიანს, რა თქმა უნდა, აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა,...

“თანდათან ყველაზე რთულად წარმოსადგენ თუ წარმოუდგენელ საზღვარს სცდება, რაც ქვეყანაში ხდება” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ქვეყანაში...

“მარიამ მეყანწიშვილი არის საოცრად ძლიერი, მაგარი გოგო და უდიდესი პატრიოტი” – გიორგი ვაშაძე

სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის საქმეს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

“ვისაც უფრო მეტი სიზუსტე გაინტერესებთ, თუ რა ხდება ყირიმის ხიდებთან დაკავშირები, ამ რუკას შეგიძლიათ...

ყირიმის ნახვარკუნძულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ვიზუალური გამოსახულების თანხლებით, განმარტებებს...

მიხეილ სააკაშვილი: “ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის...