ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დიპლომატებს განსაკუთრებული როლი აკისრიათ ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე...

“დიპლომატებს განსაკუთრებული როლი აკისრიათ ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენისა და ქვეყნის ინტერესების დაცვის საქმეში” – ილია დარჩიაშვილი

დიპლომატის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სულხან-საბა ორბელიანის სახელობის დიპლომატიური ჯილდოს გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, რომელმაც დიპლომატიურ სამსახურში მყოფ ყველა პირს პროფესიული დღესასწაული მიულოცა და მადლობა გადაუხადა ქვეყნის სამსახურისა და სახელმწიფო ინტერესების დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისთვის:

გამოვხატეთ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჩვენი დიპლომატებისდმი, რომლებსაც ძალიან რთულ პერიოდში უწევდათ, უწევთ და მოუწევთ საქართველოს ინტერესების დაცვა საერთაშორისო ასპარეზზე.

მიგვაჩნია, რომ დიპლომატებს განსაკუთრებული როლი აკისრიათ ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენისა და ქვეყნის ინტერესების დაცვის საქმეში. როგორც ცნობილია, საგარეო საქმეთა სამინისტროს დაწესებული აქვს სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უწყებრივი ჯილდო, რომელიც გადაეცემა ჩვენს დიპლომატებს გამორჩეული ღვაწლისა და განსაკუთრებული დიპლომატიური საქმიანობისთვის. მოხარული ვარ, რომ ამ ღონისძიების ფარგლებში შევძელით გამოგვერჩია კონკრეტული ადამიანები, რომელთაც ეს ჯილდო გადაეცათ,“ – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ილია დარჩიაშვილმა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უწყებრივი ჯილდო გადასცა:

სახელოვან ქართველ დიპლომატს, სსიპ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარს, მერაბ ანთაძეს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე ნაყოფიერი საქმიანობისთვის და შერიგებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში შეტანილი წვლილისთვის;

გამოცდილ ქართველ დიპლომატს, ამჟამად სსიპ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარს, მიხეილ უკლებას, საქართველოს დიპლომატიური სამსახურში ხანგრძლივი ნაყოფიერი საქმიანობისთვის, მათ შორის, ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის სათავეებთან დგომისა და ამ საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

დიპლომატის დღე, 2004 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად აღინიშნება და უდიდესი ქართველი მწერლის, საზოგადო მოღვაწისა და დიპლომატის, სულხან-საბა ორბელიანის, დაბადების დღეს უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უწყებრივი ჯილდო 2020 წელს დაწესდა.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თუ მართლა გგონიათ, რომ ამ კომისიის “დასკვნით” ვინმეს დაჭერა კანონიერია უნდა იცოდეთ – ან...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პარტიის ლიდერის დაჭერას...

“ყველაფერზე წამსვლელი სოციოპატი პაიკის პოვნა ადვილი არ არის. კობახიძე პრაქტიკულად უნიკალურია” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი 6 წლის წინანდელი...

“ტირანების და დიქტატორების დრო მიდის წარსულში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ბიზნესი, ვინც ჩუმადაა და ფიქრობს, რომ გადარჩება – მაინც ვერ გადარჩება ამ საშინელი სიჩუმით”...

მმართველი გუნდის მიერ დაგეგმილ საკანონმდებლო ნორმების შემოღებასთან დაკავშირებით კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

პაატა მანჯგალაძე: “ჩვენი ამოცანაა ერთობა, წინააღმდეგობა და ბრძოლა”

და კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს ხელისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს, საზოგადოებას...

“ქოცებო, რუსები რომ ვერ “დალაგდნენ” ტრამპის ადმინისტრაციასთან და თქვენ როგორ “დაგილაგებენ”?!” – ზურაბ ბატიაშვილი

უკრაინელების მიერ ქერჩის ხიდზე მიტანილ შეტევასთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს...