პარასკევი, აპრილი 19, 2024

“მე მაქვს იმედი, რომ ჩემი მეგობრები ოპოზიციიდანაც მხარს დამიჭერენ” – იაგო ხვიჩია

პარტია ,,გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ სახალხო დამცველის თანამდებობის დაკავების მოლოდინებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:

,,მე იმედი მაქვს, რომ ჩემი მეგობრები, ოპოზიციიდანაც, მხარს დამიჭერენ. ზოგადად, ჩემი არჩევის შემთხვევაში ჩემი მიზანია, რომ რაც შეიძლება მაღალი ლეგიტიმაციით ვიყო არჩეული.

არავის არ ჰქონდეს იმის თქმის საფუძველი, რომ ვინმეს არჩევა – მნიშვნელოვანი არ აქვს, ამ შემთხვევაში, ჩემზე ვსაუბრობ – ვიღაცასთან ფარული გარიგებით და ა.შ. მოხდა.

მე მგონია, რომ ამ პროცესში იმ მიზნის მისაღწევად, რაც მე მქონდა პროცესის დასაწყისში, უკვე შემიძლია თავი გამარჯვებულად ჩავთვალო. იმიტომ, რომ საზოგადოებაში იმ თემების აქტუალიზაცია თქვენც ხედავთ, რომ მოხდა, რაზეც მთელი ამ პროცესის განმავლობაში მქონდა ორიენტირი – ეს იყო ადამიანის უფლებების ალტერნატიული გაგება”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ

ინფორმაციისთვის: პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ომბუდსმენობის კანდიდატს იაგო ხვიჩიას უსმენდნენ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული