პარასკევი, აპრილი 26, 2024

“საუკუნის პროცესი – ციანიდის საქმე სტრასბურგის სასამართლოში მოვიგე” – დავით ჯანდიერი დეკანოზ მამალაძის საქმეზე

სტრასბურგის სასამართლომ დღეს გადაწყვეტილება გამოაქვეყნა დეკანოზ გიორგი მამალაძეს საქმესთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხზე პირველი კომენტარი გააკეთა სტრასბურგის სასამართლოში მსჯავრდებულის წარმომადგენელმა, იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორმა, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ექსპერტმა დავით ჯანდიერმა:

ბევრი რომ არ გავაგრძელო საუკუნის პროცესი – ციანიდის საქმე სტრასბურგის სასამართლოში მოვიგე. სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება. სამიდან ორი საკითხი დამიკმაყოფილა. პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს საქმის სამართლიანი განხილვის უფლება დაირღვა და შესაბამისად დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის (6.1. და 6.2) დარღვევა.

როგორც იურისტმა, ამ ურთულეს საქმეზე მუშაობის ძალიან რთული ოთხი წელი გავიარე მარტო. ასეთი მნიშვნელობის პროფესიული გამარჯვება გირგვლიანის საქმის მოგების მერე სტრასბურგის სასამართლოში არ მქონია.

პირველი კომენტარს გავაკეთებ დაახლოებით 15:00-ზე, გლდანის N18 დაწესებულებაში შესვლისას, სადაც შევხვდები გიორგი მამალაძეს. რა თქმა უნდა, გამოსვლის შემდეგაც და ყველა ეთერში მივალ. ეს წლები საქმის ინტერესებიდან გამომდინარე არ ვაკეთებდი კომენატრებს, ამას მოითხოვდა საქმის ინტერესები.

დიდი გამარჯვებაა! მადლობა ყველას ❤

პ.ს. დარღვევა დადგინდა დახურული სასამართლო განხილვების გამო, ასევე უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის გამო. არ დადგინდა მტკიცებულებების მოპოვების და გამოყენების ნაწილში,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე დავით ჯანდიერი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული