spot_img
მთავარისხვადასხვათელასის გაფრთხილება: 4 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის...

თელასის გაფრთხილება: 4 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ზოგიერთ რაიონსა და უბანში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით სხვადასხვა სამუშაოს გამო:

4 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 „დ“ ქუჩის, ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) და მამისაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის ხევის, ფალიაშვილის, მოსაშვილის, გაბაშვილის, ყიფშიძის და აბაშიძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), თაყაიშვილის, კეკელიძის, ბარნოვის და ნაფარეულის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საბარგოს დასახლების (ნაწილობრივ), ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ონიანის, ხაჩატურიანის, ამირეჯიბის, კალანდაძის, მებაღიშვილის, ბოჭორმის, ქურხულის, ნიორაძის, გუთნის, თელავის და კვეზერელის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერეკლე მეორეს მოედნის (ნაწილობრივ), ივერიის, ანტონ კათალიკოსის, ყავლაშვილის, კოტე აფზახის, ბერიძის და აბესაძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ზაქრაძის, მეუნარგიას და ვეშაპურის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ერისთავის, მოლითის და ჭყონდიდელის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის, ვაჟა-ფშველას გამზირის (ნაწილობრივ), მარგიანის, ჟღენტის და ნუცუბიძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...