პარასკევი, მაისი 16, 2025
19.3 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიკატეგორიულად მიუღებელია კონტრაქტორი კომპანიის მიერ მეტროსადგურის რეაბილიტაციის გაჭიანურება...

კატეგორიულად მიუღებელია კონტრაქტორი კომპანიის მიერ მეტროსადგურის რეაბილიტაციის გაჭიანურება – კახა კალაძე

კონტრაქტორი კომპანიის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევა და მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურება კატეგორიულად მიუღებელია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაცია ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „მამისონს“ ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 დღეში უნდა დაესრულებინა, თუმცა, მეტროსადგური დღემდე ჩაბარებული არ არის.

საზოგადოებას ვაცნობებ, რომ მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ფაქტობრივად დასრულებულია. მიმდინარეობს შშმ პირთათვის განკუთვნილი ლიფტის მონტაჟი, ასევე, ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები. აღნიშნულ სამუშაოებს ასრულებდა შპს „მამისონი“, რომელიც ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა. სამუშაოები, დაახლოებით, 210 დღეში უნდა დასრულებულიყო.

ძალიან კარგად მესმის ყველაფერი, მაგალითად ის, რომ მოგვიწია ბაქნის მთლიანი ცვლილება, რაც პროექტში არ იყო გათვალისწინებული, ავარიულობიდან გამომდინარე ჩატარდა ეს სამუშაოები, თუმცა, რეაბილიტაციის დასრულების ასეთი დაგვიანება კატეგორიულად მიუღებელია.

ძალიან გულდასაწყვეტია, რომ არსებობენ ასეთი უპასუხისმგებლო კომპანიები, რომლებიც ჯეროვნად ვერ ასრულებენ შესაბამის სამუშაოებს.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შემდეგ აისახება ჩვენზე – პირადად ჩემზე, ჩემს თანაგუნდელებზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც მართლაც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.

გულდასაწყვეტია, რომ არსებობენ ასეთი კომპანიები, თუმცა, ამას ჩვენი მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გულდასაწყვეტია, რომ ქვეყანაში სამშენებლო კულტურა განვითარებული არ არის.

ძალიან ცუდია, რომ სამშენებლო მიმართულებით არანაირი კულტურა არ არსებობს. ალბათ გარკვეული დრო დასჭირდება, რომ ცვლილებები განხორციელდეს. ერთეული კომპანიების გარდა, არავინ ზრუნავს საკუთარი კომპანიის განვითარებაზე, თანამშრომლების გადამზადებაზე, კვალიფიკაციის ამაღლებაზე. იმედი მაქვს, ეს პრობლემა მოგვარდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ევროპა ჩვენი მიზანი კი არ არის ის არის გზა, გზა დაცულობისკენ, განვითარებისკენ და სიმშვიდისკენ”...

მმართველი გუნდის მიერ წარმოებულ პროპაგანდასა და ქართველი ერის მიზანზე...

“ივანიშვილი-კობახიძის წერილი არის ღია დეკლარაცია, რომ მათ უნდათ საქართველო დატოვონ მარტო და დაუცველი” –...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, დიდი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ოვალურ კაბინეტში ორივე ერთად რომ ყოფილიყო – მიშა და ზელენსკი, მაშინ “ვნახავდი თქვენს ბუმბულს...

საქართველის პარლამენტართა საზოგადოების თავმჯდომარე, მანანა ჯებაშვილი საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...