პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მწვავე და კრიტიკულ შეფასებას ახდენს ევროპარლამენტარების მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით:
,,თქვენ გახსოვთ, როგორ შეურაცხყოფას აყენებდა, მაგალითად, იგივე სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამია, როგორი უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა მას. ეს იყო არა მარტო პირადად სალომე ზურაბიშვილის, არამედ პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფაც.
თუ ასეთ პირობებში პრეზიდენტი შეიწყალებს გვარამიას, ეს იქნება უკვე პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა, უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, რაც არ მგონია, რომ სწორი იყოს.
[ნიკა გვარამიათან დაკავშირებით] ევროპარლამენტის რეზოლუციას აქვს ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ჩალის ფასი. კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ ამას. არის პოლიტიკურად მიკერძოებული და აქვს ძალიან კონკრეტული ინტერესი, რაც იდგა ამ რეზოლუციის ინიციატორების, რეზოლიციის ინიცირების უკან.
აქედან გამომდინარე, რეზოლუციას აქვს ჩალის ფასი და მის თითოეულ ჩანაწერს აქვს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ჩალის ფასი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე