შაბათი, აპრილი 27, 2024

“ნიკა გვარამია პირდაპირ ითვლება პოლიტპატიმრად, რომლის განთავისუფლებაც სავალდებულოა ჩვენ რომ დამოუკიდებელი სასამართლო გვყავდეს” – ალექსი ნონიაძე

საზოგადოება, ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ, სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს და კონკრეტულ შეკითხვებს სვამს, ანალიტიკოსი ალექსი ნონიაძე:

2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ განაჩენი უნდა გამოიტანოს ნიკა გვარამიას საქმეზე, დატოვებენ მას პატიმრობაში თუ არა. საზოგადოებაში მიდის იმაზე დავა ნიკას რამდენად მიესადაგება პოლიტპატიმრის სტატუსი. ვისაც სამართლიანად მიაჩნია გამოტანილი გადაწყვეტილება აპელირებს იმაზე, რომ ყველა კანონის წინაშე თანასწორნი ვართ და არ აქვს მნიშვნელობა კანონდარღვევა ჩადენილია პირის მიერ კერძო თუ საჯარო სექტორში საქმიანობის შედეგად, მისი პასუხისმგებლობა უპირობოდ უნდა დადგეს. კი ვერ შეედავები, განვითარებულ ქვეყნების სამართლებრივი სისტემა სწორად ასე მუშაობს. მაგრამ გვარამიას ქეისი არ უნდა განვიხილოთ ასე კონტექსტიდან ამოგლეჯილად.

მე როგორც რიგით მოქალაქეს მიჩნდება ორი კითხვა:

  • თუ წინასაარჩევნო პლაკატებს ვენდობით და მივიღებთ მოცემულობად, სადაც ნიკა გვარამია როგორც სახელმწიფო დამნაშავე ისე არის გამოყვანილი, რომელსაც საკუთარი მოქალაქეების სისხლში ხელი ურევია, მაშინ გაუგებარია მხოლოდ სამსახურეობრივი ავტომობილის პირადი მიზნების გამოყენებისთვის რატომ ვასამართლებთ, როცა თურმე ბევრად მძიმე დანაშაულებიც აქვს ჩადენილი? რამდენად მის მიერ ჩადენილი დანაშაულის რელევანტურია გამოტანილი სასჯელი? ისე ხომ არ გამოდის, რომ სახელმწიფო დამნაშავეს ხელს ვაფარებთ და უფრო ნაკლები დანაშაულისთვის ვასამართლებთ? ან/და თუ მის მიერ ჩადენილ მძიმე დანაშაულებებს ვერ უმტკიცებენ ე.ი. რა გამოდის პროკურატურამ გვარამიას სამსახურებრივი მანქანა „ჩაუდო“?
  • თუ მხოლოდ კერძო კომპანიის ქონების არამართლზომიერ გამოყენებას ჰქონდა ადგილი, მაშინ გამოდის, რომ ოპოზიციური მედია მენეჯერის დისკრედიტაციას ეწევი მხოლოდ იმიტომ, რომ არჩევნებზე უპირატესობა მიიღო. მისი სისხლიან ბანერებზე გამოსახვა, რამდენად პოლიტიკურად და ადამიანურად ეთიკურია, საზოგადოებამ შეაფასოს. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ გვარამიას ჰყავს შვილები, ბანერების ავტორები დაფიქრებულან მათ ფსიქიკურ მდგომარეობაზე, ეს ბავშვები ხომ ჩვენი ყველასი მომავალია?

პირველსა და მეორე შემთხვევაშიც ნიკა გვარამია პოლიტიკური პატიმარია. თუ მეორე შემთხვევაში მსგავსი შეფასება კითხვებს არ იწვევს, პირველში – შესაძლოა ისინი ბევრი დაგროვდეს. ვეცდები ავხსნა.

დღევანდელმა მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დაუშვა პრეცენდენტი, რომლის თანახმად წინა ხელისუფლების მიერ დაკავებული პირები პოლიტიკურ პატიმრებად სცნო მხოლოდ იმ მოტივით, რომ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის მტკიცების ტვირთი თავის დროზე სახელმწიფომ სრულად ვერ აწია. 10 წლის წინ მიღებული ამ გადაწყვეტილებით მოქმედმა ხელისუფლებამ გვარამია უკვე აღიარა პოლიტპატიმრად (თუ რა თქმა უნდა არ ვუშვებთ იმ ვერსიას, რომ მძიმე დანაშაულებისთვის ხელს აფარებენ).

ნიკა გვარამია პირდაპირ ითვლება პოლიტპატიმრად, რომლის განთავისუფლებაც სავალდებულოა ჩვენ რომ დამოუკიდებელი სასამართლო გვყავდეს,” – აცხადებს ალექსი ნონიაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული