შაბათი, ივლისი 5, 2025
28.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდაპირისპირება"შორს არ არის ის დრო, რომ სამხარაძე ჩითის...

“შორს არ არის ის დრო, რომ სამხარაძე ჩითის კაბაში გადაცმული აღმოაჩინონ ქვეყნის საზღვარზე და გიორგი ვოლსკი სახედრის სამგზის დაყროყინებამდე იცვლიდეს პოზიციას გახარიას მიმართ” – ლელა ჯეჯელავა

ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართ მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან გამოთქმულ შეურაცხმყოფელ შეფასებებთან დაკავშირებით მწვავე პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს “ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის” ხელმძღვანელი, ლელა ჯეჯელავა:

ცხადია ჩემი საქმე არ არის რა ფორმით ექნებათ ურთიერთობა “ოცნების” ყოფილ და ამჟამინდელ წევრებს, მაგრამ მაინც გადავწყვიტე გამოვხმაურებოდი გიორგი გახარიასთან დაკავშირებულ გამოხტომებს.

ჩემს მეგობრებს შორის, სამწუხაროდ, კიდევ ბევრი ხართ “ქართული ოცნების” მხარდამჭერები და მხოლოდ თქვენთვის ვწერ ამას.

თავი რომ დავანებოთ, ამ უხამს, უინტელექტო და უკულტურო გამოხტომებს, რითაც კიდევ ერთხელ მკაფიოდ გვაჩვენა “ქართული ოცნების” “შესაძლებლობები”. გვითხრეს, რომ უნდათ სტიუარდესას დაგვისვამენ პრემიერად, უნდათ – სახედარს და ჩვენ გვაიძულებენ თაყვანი ვსცეთ და, რომ ადამიანი ღირებული მხოლოდ მაშინ არის, როცა მხოლოდ ამ უკულტურო და გაუნათლებელ ჯოგს მიაკუთვნებს თავს.

თუკი, “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ექსპერტები კიდევ ერთხელ ახსენებენ ქართველ ხალხს და მათი სახელით გაბედავენ რამის თქმას, იძულებული გავხდები მათ გავცე საკადრისი პასუხი პრემიერ-მინისტრად “ქალოია სტიუარდესის” მხარდაჭერის გამო.

ისე, კი შორს არ არის ის დრო, რომ “ქართული ოცნების” ინტელექტუალური მეტრი სამხარაძე ჩითის კაბაში გადაცმული აღმოაჩინონ ქვეყნის საზღვარზე და გიორგი ვოლსკი სახედრის სამგზის დაყროყინებამდე იცვლიდეს პოზიციას გახარიას მიმართ. გრცხვენოდეთ ასეთი უხამსობის “გამპრავებლებს”, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლელა ჯეჯელავა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დააკნინოს საქართველოში პოლიცია” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე, ქვეყანაში პოლიციის, ძალოვანი სტრუქტურების როლს...

“სალომე ზურაბიშვილზე ისრების გადატანა უსამართლო მგონია” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში მწვავე შეფასებას აკეთებს ოპოზიური...

“მე თუ მკითხავ, ეს კანონი ხელახლა არის დასაწერი” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...