spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველოს მთავრობის ნაბიჯებმა შეფერხება გამოიწვია ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე"...

“საქართველოს მთავრობის ნაბიჯებმა შეფერხება გამოიწვია ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე” – ნანა ტოხვაძე

პროექტ “The Alliance Of Her”-ის ფარგლებში, ბულგარეთში გამართულ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე საუბრობს პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნანა ტოხვაძე:

საქართველოს მთავრობის ნაბიჯებმა შეფერხება გამოიწვია ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. ამგვარი უკუსვლა მიუღებელი და დამაზიანებელია ჩვენი სახელმწიფოს იმიჯისა თუ პერსპექტივისთვის. ამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემი, როგორც საქართველოს წარმომადგენლის მონაწილეობა ლიდერობის აკადემიაში ქალი პოლიტიკოსებისთვის.

სოფიაში, ბულგარეთში პროექტმა “The Alliance Of Her” გააერთიანა აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, სადაც საქართველოს დროშამ იპოვა თავისი საკადრისი ადგილი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო “სტრატეგია აღმაშენებლის”, როგორც ALDE-ს ოჯახის სრულუფლებიანი წევრის, ევროინტეგრაციის ფარგლებში დაგემილი კამპანიებისა თუ რეფორმების, 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებისთვის საჭირო სამოქმედო გეგმების წარდგენა და გაცნობა ევროპული მრავალფეროვანი პოლიტიკური ოჯახისთვის, რომელშიც შემოვედი.

მიღებული ცოდნა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებისგან გაზიარებული გამოცდილება გახდება ინსტრუმენტი ზრდისა და უწყვეტობისთვის.

პროგრამას მხარს უჭერს “ALDE პარტია – ლიბერალები და დემოკრატები ევროპისთვის” და “FNF აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში“,” – აცხადებს ნანა ტოხვაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტს მედიისთვის საქართველოს პარლამენტზე გაცილებით მკაცრი ქცევის წესები და სანქციები ჰქონია. ვიფიქრებთ...

შალვა პაპუაშვილი 3-პუნქტიანი შეფასება-განმარტებებით ეხმაურება ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის”...

“პირველად როცა ვნახე ხანძთა, გუმბათი მთლიანად იდგა. ახლა ქვა-ქვა იშლება” – ნიკა ვაჩეიშვილი

ხანძთის მონასტრის სავალალო მდგომარეობის შესახებ საუბრობს ხელოვნებათმცოდნე, კულტურისა და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...