შაბათი, ივლისი 5, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიოკუპაციაგიორგი ვოლსკი: უპირველეს ყოვლისა უნდა ვიფიქროთ საზოგადოებების გაერთიანებაზე,...

გიორგი ვოლსკი: უპირველეს ყოვლისა უნდა ვიფიქროთ საზოგადოებების გაერთიანებაზე, რამაც წინაპირობა უნდა შეუქმნას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის სხდომაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს მოუსმინეს.

დახურულ სხდომაზე სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში გამყოფი ხაზის გასწვრივ ვაჭრობის წახალისების მიზნით გაწეული საქმიანობის თაობაზე ისაუბრა. იგივე თემას შეეხებოდა თანამომხსენებლის „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ ხელმძღვანელის, ბესიკ ბუგიანიშვილის გამოსვლაც.

ჩვენ განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, ის ურთულესი გამოწვევები, რომელიც არის ადგილზე, მათ შორის ჰუმანიტარული და უფლებრივი ვითარება. ასევე ვიმსჯელეთ ჩვენს სამომავლო ხედვებზე და იმ უაღრესად მნიშვნელოვან და აქტუალურ მიმართულებებზე, რომელთა კუთხითაც ვგეგმავთ ჩვენი ერთობლივი საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას საერთო მიზნის მიღწევის კუთხით“, – განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა.

საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარის, გიორგი ვოლსკის შეფასებით, სხდომა იყო ძალიან პროდუქტიული და საქმიანი, სადაც საინტერესო წინადადებები მოისმინეს იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მუშაობდეს სამშვიდობო ფონდი, თუ სად შეიძლება ქართველებმა, აფხაზებმა, ოსებმა ნახონ საერთო ინტერესი, რა პროექტების განხორციელება შეიძლება იმისათვის, რომ შეიქმნას ისეთი მომავალი, სადაც ომით გახლეჩილი საზოგადოება ერთმანეთს დაელაპარაკება არა ძალის პოზიციიდან, არამედ თანამშრომლობის თვალსაზრისით, თუ როგორ განავითარონ ურთიერთობები.

რაც არ უნდა მოხდეს, რა პროცესებიც არ უნდა ვითარდებოდეს, ჩვენ უპირველეს ყოვლისა უნდა ვიფიქროთ საზოგადოებების გაერთიანებაზე, რამაც წინაპირობა უნდა შეუქმნას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ჩვენ, პოლიტიკური ძალები საქართველოში, პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, მონდომებულები და ორიენტირებულები ვართ იმაზე, რომ მშვიდობა იყოს და ერთმანეთს ველაპარაკოთ საქმიანი ენით, ველაპარაკოთ იმაზე თუ როგორ ვაშენოთ სახელმწიფო, როგორ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი შვილებია ამ დაძაბულ ვითარებაში და რა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები შეიძლება გადავწყვიტოთ ერთად. ამიტომ ეს მესიჯადაც მიიღეთ, რომელიც აუცილებლად ჩავა აფხაზებამდე და ოსებამდე, რომლებიც ცხოვრობენ დღეს ცხინვალის რეგიონში თუ აფხაზეთში. ეს არის რეალობა და ამ რეალობის თაობაზე ვისაუბრეთ დღეს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ინფორმაციას პარლამენტი საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მე თუ მკითხავ, ეს კანონი ხელახლა არის დასაწერი” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში...

“სამწუხაროდ ლელომ კოლეგებთან სასაუბროდ შავზე – თეთრის ლაპარაკის სტრატეგია აირჩია” – თენგო თევზაძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, თენგო თევზაძე კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს იმასთან...

“რუსეთის ჩვენზე თავდასხმის წლისთავისთვის, პროვინციალური ტირანია ამზადებს დიდ ღალატს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ საფრთხეებზე მიანიშნებს: "ის, ვინც...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“ივანიშვილზე ეს კანონი არ ვრცელდება. ხოდა, მიეძალეთ ბ–ნ ბიძინას და მის კარგებს/კეთილებს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სახელმწიფო პოლიტიკური პირის,...