spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"უნდა მოვიკრიბოთ ძალა და შევძლოთ ამ რეჟიმის შეცვლა"...

“უნდა მოვიკრიბოთ ძალა და შევძლოთ ამ რეჟიმის შეცვლა” – გიგა ბოკერია

,, ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის მწვავე განცხადებაზე:

,,ეს გზავნილი ასახავს იმ რეალობას, რაც გვაქვს. ჩვენს ნაცვლად არავინ არ იზრუნებს ჩვენი ქვეყნის მომავალზე.

ჩვენ, ვისაც გვსურს ამ ქვეყნის თავისუფალი და უსაფრთხო მომავალი, რომელიც არის უმრავლესობა ამ ქვეყანაში, უნდა მოვიკრიბოთ ძალა და შევძლოთ ამ რეჟიმის შეცვლა, დამარცხება იმათი, ვისაც უნდა, რომ ამ საბჭოთა, პუტინისტურ ჭაობში ვიყოთ და თაობები შესწიროს ამას.

ამას თუ ვიზამთ, ჩვენ გვექნება თავისუფალი სამყაროს მხარდაჭერა. თუ არა, მაშინ ამ ფასს გადაიხდის შემდეგი თაობები, ისევე როგორც ეს ვიხილეთ 90-იან წლებში, დღემდე“, – განაცხადა გოგა ბოკერიამ.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისმა მწვავე შეფასება გააკეთა საქართველოში რეფორმების გატარების მიმართულებით:

,,ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება რამდენიმე განცხადების გამო, რომელიც, როგორც მოვისმინეთ, მომდინარეობს საქართველოს პოლიტიკური სისტემისა და საზოგადოების გარკვეული ნაწილისგან. ასევე, გამოვთქვით შეშფოთება მთავრობის ზოგიერთი ქმედების გამო.

ამ ქმედებებმა, მათ შორის, მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების შეჩერებამ ან უკან დახევამ შექმნა რეგრესი ევროკავშირის წევრობისკენ ქართველი ხალხის მკაფიო სწრაფვასა და ზოგადად ევროატლანტიკურ მისწრაფებებში.

ამ ქმედებების გამო ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რადგან ამან ასევე გააღრმავა პოლარიზაცია საქართველოს საზოგადოებაში ნაცვლად იმისა, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძირითადი საკითხების გარშემო გაერთიანება მომხდარიყო.

საქართველოში არის პოლარიზაციის ისეთი დონე, რომელიც ქვეყნისთვის სასარგებლო ვერ იქნება. ყოველივე ამის შემდეგ, ჩვენ კვლავაც მოწოდებულნი ვართ ვიმუშაოთ საქართველოსთან ერთად იმ რეფორმების შესასრულებლად, რომლებიც საჭიროა ევროატლანტიკური მიზნების მისაღწევად.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს აჩვენოს თავისი ერთგულება ევროკავშირში ინტეგრაციისადმი იმ რეფორმების გატარებით, რომლებიც აუცილებლია ამ გზაზე წინსვლისთვის“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გამიხარდებოდა თუ მაქსიმალურად ახლოს იქნებოდით ჩვეულებრივ ხალხთან და მაქსიმალურად შორს ამ ხალხის მჩაგვრელებისგან” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ახლადარჩეული პატრიარქის შიო...

“2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პენიტენციურ სისტემაში სასჯელს იხდიდა 8 702 მსჯავრდებული” – სპეციალური...

სპეციალური პენიტენციური სამსახური, მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს,...

“ღია და დაუნდობელი ბრძოლა მიდის, პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ვულოცავთ სრულიად საქართველოს ახალი პატრიარქის არჩევას!” – “სტრატეგია აღმაშენებელი”

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელი" მეუფე შიოს სრულიად საქართველოს პატრიარქად არჩევას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...