ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"XXXI კონფერენციას მოსამართლეთა 20%-მდე არ ესწრებოდა" - ორგანიზაცია...

“XXXI კონფერენციას მოსამართლეთა 20%-მდე არ ესწრებოდა” – ორგანიზაცია “საქართველოს სასამართლოს გუშაგი”

როგორც ორგანიზაცია “საქართველოს სასამართლოს გუშაგი” ავრცელებს ინფორმაციას – XXXI კონფერენციას მოსამართლეთა 20%-მდე არ ესწრებოდა. ამასთან ერთად ორგანიზაცია დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს კონფერენციასთან დაკავშირებით:

 

მოსამართლეთა კონფერენციამ 23 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2 მოსამართლე წევრი აირჩია: ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი.

 

2022 წლის 23 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში საქართველოს მოსამართლეთა XXXI კონფერენცია გაიმართა. დღის წესრიგი მოიცავდა შემდეგ საკითხებს:

  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ანგარიშის მოსმენა;
  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის ანგარიშის მოსმენა;
  • სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის ანგარიშის მოსმენა;
  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს მოსამართლე წევრის/წევრების არჩევა;
  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის/წევრების არჩევა;
  • საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრის/წევრების არჩევა.

აღნიშნული ჩამონათვალიდან ყველაზე დიდი ყურადღება სწორედ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის/წევრების არჩევამ მიიქცია.

კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  ორი  ახალი წევრი აირჩიეს – ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი.

დიმიტრი გვრიტიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო 2017-2021 წლებში.  ხოლო, ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობას იკავებდა 2013-2017 წლებში.

მართალია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო არასრული შემადგენლობით აგრძელებს საქმიანობას უკვე 1 წელზე მეტია, თუმცა საბჭოს შემადგენლობაში მოსამართლე წევრები სრულად იყვნენ წარმოდგენილები, შესაბამისად ახალი წევრების ასარჩევად ცხადია, რომ საჭირო იყო  „ვაკანტური“ ადგილების გაჩენა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  ორმა წევრმა თანამდებობა დატოვა:

  1. გოჩა აბუსერიძემ – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი 2021 წლის 26 მაისიდან.
  2. გიორგი გოგინაშვილმა – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი 2021 წლის 31 ოქტომბრიდან.

აღსანიშნავია, რომ გოჩა აბუსერიძე უზენაესი სასამართლოს პლენუმმა 2022 წლის 17 ოქტომბერს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრად აირჩია. ხოლო, გიორგი გოგინაშვილმა ჯერ დატოვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობა, ხოლო 23 ოქტომბრის  მოსამართლეთა (31-ე) კონფერენციამ ის აირჩია საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის  მოსამართლე წევრად.

შესაბამისად, საჭირო გახდა ახალი მოსამართლე წევრების არჩევა.

კონფერენციაზე დასახელდა ორი კანდიდატი:

  • დიმიტრი გვრიტიშვილი, რომლის კანდიდატურაც კონფერენციის მონაწილე სხვა მოსამართლეებმა დააყენეს;
  • ლევან მურუსიძემ კი საკუთარი კანდიდატურა თვითონ წარადგინა.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დანარჩენი დამსწრე 279 მოსამართლეთაგან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის სურვილი არავის გამოუთქვამს. მიუხედავად იმისა, რომ კანონის თანახმად: „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის დამსწრე ნებისმიერ მოსამართლეს. გადაწყვეტილება მიიღება ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრთა არანაკლებ 2/3 – ის უმრავლესობით.“

საბოლოოდ, ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად, მხოლოდ ორ კანდიდატს უყარეს კენჭი.

არჩევნების დეტალური შედეგები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი მოსამართლე წევრის შედეგების შეჯამება.
ლევან მურუსიძის არჩევა:

  • დაბეჭდილი ბიულეტენის რაოდენობა – 279
  • გაცემული ბიულეტენების რაოდენობა – 275
  • დარჩენილი გამოუყენებელი ბიულეტენების რაოდენობა – 4
  • საარჩევნო ყუთში არსებული ბიულეტენების რაოდენობა – 275
  • ბათილი ბიულეტენების რაოდენობა – 7
  • ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობა – 268

ლევან მურუსიძემ დააგროვა 268 ხმა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთი მოსამართლის შედეგების შეჯამება.
დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევა:

  • დაბეჭდილი ბიულეტენის რაოდენობა – 279
  • გაცემული ბიულეტენების რაოდენობა – 275
  • დარჩენილი გამოუყენებელი ბიულეტენების რაოდენობა – 4
  • საარჩევნო ყუთში არსებული ბიულეტენების რაოდენობა – 275
  • ბათილი ბიულეტენების რაოდენობა – 8
  • ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობა – 267

დიმიტრი გვრიტიშვილმა დააგროვა 267 ხმა

ამავე კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელ საბჭოს წევრებად აირჩიეს, ის პირები, რომლებიც უახლოეს წარსულში იკავებდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების თანამდებობებს:

  • გიორგი მიქაუტაძე;
  • ვასილ მშვენიერაძე;
  • ირაკლი შენგელია.

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის  ერთი მოსამართლე წევრის თანამდებობაზე მოსამართლეებმა აირჩიეს გიორგი გოგინაშვილი 266 ხმით.

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის  3 წევრის პოზიციაზე აირჩიეს:

  1. თამარ ოქროპირიძე – 268 ხმით
  2. ილონა თოდუა – 267 ხმით
  3. გოჩა ჯეირანაშვილი – 262 ხმით

საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარედ ისევ ილონა თოდუა აირჩიეს, რომელიც 3 წლით იკავებდა ამავე თანამდებობას. ამ შემთხვევაში კენჭისყრამდე კანდიდატად მხოლოდ ილონა თოდუა იყო დასახელებული, სხვა წევრებმა კონფერენციაზე უარი განაცხადეს საკუთარი კანდიდატურის დასახელებაზე.

მოსამართლეთა დასწრება კონფერენციებზე

2017 წელს მოსამართლეთა საერთო ოდენობა დაახლოებით 298-ს აღწევდა, 2020 წელს – 293, ხოლო 2022 წელს – 346. გადავწყვიტეთ გვენახა, როგორი იყო მოსამართლეთა დასწრების მაჩვენებელი 2017, 2020 და 2022 წლებში.

აღმოჩნდა, რომ 2022 წელს 346 მოსამართლიდან 67 არ ესწრებოდა კონფერენციას, შესაბამისად 20%-მდე მოსამართლე არ მონაწილეობდა ისეთ მნიშვნელოვან კონფერენციაზე, სადაც სხვადასხვა მაღალ თანამდებობეზე მოსამართლეებს ირჩევდნენ. ეს შესაძლოა მიანიშნებდეს იმ მოსამართლეთა რაოდენობის ზრდაზე, რომლებიც სასამართლოში არსებული წესრიგის მხარდამჭერები არ არიან.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დატოვება ორი მოქმედი მოსამართლე წევრის (გოჩა აბუსერიძე, გიორგი გოგინაშვილი) მიერ და მათ ნაცვლად ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის მოსამართლე წევრის თანამდებობაზე არჩევა მიუთითებს იმაზე, რომ ორივე შემთხვევა წინასწარ იყო დაგეგმილი. რასაც ამძაფრებს ის ფაქტი, რომ თავის მხრივ გოჩა აბუსერიძემ და გიორგი გოგინაშვილმა სხვა თანამდებობები დაიკავეს – უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატასა და მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიაში.

გარდა ამისა, როგორც გასულ წლებში, მოსამართლეთა 31-ე კონფერენცია არ გამოირჩეოდა კანდიდატთა სიმრავლით და საბჭოს წევრის 2 ვაკანტურ ადგილზე მხოლოდ 2 კანდიდატი იყო წარდგენილი.  საგულისხმოა, რომ კანდიდატებს არც ამჯერად წარუდგენიათ მათი პროგრამები და ხედვები, არც კონფერენციამდე და  არც უშუალოდ კონფერენციაზე. რამაც დატოვა შთაბეჭდილება, რომ მათი მოსაზრებები გადამწყვეტი არ არის – იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრი არჩევნების დღისთვის უკვე შერჩეულია და ეს არჩევანი მხოლოდ „ფორმდება“ კონფერენციაზე. სხვაგვარად რთულია აიხსნას, რატომ დატოვა საბჭო ორმა მოსამართლე წევრმა თანამდებობა ვადაზე ადრე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ვფიქრობ, ყოველი დღე ასე უნდა დავიწყოთ და აქციაც ამის გამო უნდა გაკეთდეს…” – თაკო...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, კონკრეტული მოთხოვნებით,...

“პროტესტი რომ არ აწუხებდეთ, ყოველ კვირას ახალ რეპრესიებს კი არ გამოაცხადებდნენ” – გია ჯაფარიძე

საპროტესტო აქტივობებთან მიმართებაში, მმართველი პარტიის დამოკიდებულებაზე საუბრობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი,...

“ივანიშვილი საბოლოოდ კლავს ქართულ განათლებას, ანგრევს იმ სისტემებს რომელიც მე დიდი რუდუნებით ავაშენე” –...

განათლებისა და მეცნიერების სფეროში შექმნილ სიტუაციაზე საუბრობს და მძიმე...

“ვარ შემართებით და ბრძოლის განწყობით, გამარჯვებაში დარწმუნებული” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე თავისი დაბადების 44 წლისთავს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ გეოპოლიტიკის იმედზე… შეტევა და მხოლოდ შეტევა!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...