სამშაბათი, აპრილი 22, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი და ამას ჩვენ ერთად...

“საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი და ამას ჩვენ ერთად აუცილებლად გავაკეთებთ” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, რომელიც ბრიუსელში სხვადასხვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრებთან და ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს მართავს, მიმართვას ავრცელებს. გიორგი ვაშაძის თქმით უმაღლეს დონეზე გამართული შეხვედრების მთავარი საკითხი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესია. ოპოზიციონერი ლიდერის განცხადებით საქართველოს და ქართველ ხალხს უდიდესი მხარდაჭერა აქვს ჩვენი ევროპელი კოლეგების მხრიდან და სწორედ ამიტომ ყველა პროევროპელის გაერთიანებაა საჭირო, რათა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს:

უმაღლეს დონეზე ვმართავთ შეხვედრებს ბრიუსელში, ოთხი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებთან – ნიდერლანდი, ესტონეთი, ბელგია, ლუქსემბურგი, ასევე ევროპარლამენტარებთან, ევროპარლამენტში სიდიდით მესმე გაერთიანების ,,ALDE”-ს წევრებთან და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან.

შეხვედრებზე მთავარი საკითხი, იყო საქართველო, საქართველო და კიდევ ერთხელ საქართველო!

დიახ ჩვენ, პროევროპელი ოპოზიცია ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველომ არ დაკარგოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი, მაგრამ სამწუხაროდ ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ ,,ქართული ოცნება” უფრო და უფრო შორდება ევროპულ პერსპექტივას, არანაირ რეფორმას არ ახორციელებენ. 12 პუნქტი, რომელიც უმარტივესი შესასრულებელია არაფერს არ აკეთებენ ამ მიმართულებით.

სწორედ ამიტომ, ჩვენ ყველა ერთად უნდა დავდგეთ, რადგანაც ჩვენი გზა არის ბრიუსელისკენ, პრორუსული “ქოცნების” – მოსკოვისკენ, ჩვენი გზა არის ევროპისკენ, მათი გზა – რუსეთისკენ, ჩვენი გზა არის ევროკავშირისკენ, ხოლო მათი – ევრაზიული კავშირისკენ. და, ჩვენ თუ ერთად დავდგებით, აუცილებლად გავიმარჯვებთ!

ერთადერთი გზა და გამოსავალი არის, პარტიული თუ არაპარტიული, ყველა პროევროპელის ერთად დადგომა და გაერთიანება, სხვა შემთხვევაში ჩვენ ამ ისტორიულ შანსს დავკარგავთ .

დღეს, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ გვაქვს ამაში ერთადერთი დამნაშავე, არის პრორუსული “ქართული ოცნება”. ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია ეს ისტორიული შანსი გამოვიყენოთ თუ ჩვენს ქვეყანას, ნორმალურ გზაზე დავაყენებთ.

სამწუხაროდ პოლიტიკური ნება, რომელიც საჭიროა ამ უმარტივესი 12 პუნქტიანი რეფორმების შესასრულებლად, ,,ქართულ ოცნებაში” არ არის და ამას სრულიად ევროპული საზოგადოება ხვდება.

უდიდესი მხარდაჭერა საქართველოს, მაგრამ უდიდესი იმედგაცრუება იმაზე, თუ რასაც ,,ქართული ოცნება” აკეთებს თავისი თავდასხმებით ევროპარლამენტარებზე, ევროპელებზე, ევროპელ პარტნიორებზე, ამერიკაზე, ელჩებზე და თავისი, ასე ვთქვათ, ნეიტრალური, მხარდამჭერი დამოკიდებულებით რუსეთთან მიმართებაში.

საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი და ამას ჩვენ ერთად აუცილებლად გავაკეთებთ. ერთად უნდა დავდგეთ, სხვა გზა არ არის. ჩვენი მიტაცებული სამშობლო, ჩვენვე უნდა დავიბრუნოთ უკან! საბოლოო ჯამში აუცილებლად გავიმარჯვებთ,” – აცხადებს გიორგი ვაშაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

ნანა ტოხვაძე: “ალბათ, მალე, რუსულ სახელმძღვანელოებსაც შემოგაშველებენ “სწრაფი ინტეგრაციის” მიზნებიდან გამომდინარე!”

"სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნანა ტოხვაძე პოლიტიკურ შეფასებას...

“ქოცური პროპაგანდა იდიოტებზეა გათვლილი” – გია ნოდია

"ეს არ იყო რუსული ჯარი, ეს იყო საბჭოთა არმია......

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“უკვე მეორე წელია რაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ეს უბადრუკი ბიომასა საპროტესტო აქციებით ხვდება” –...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მძიმე შეფასებებით ეხმაურება საპროტესტო აქციების მონაწილეების...

“ჩვენი ორგანიზაციის (ISSA) მიერ სულ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს ერთ საინტერესო შედეგს” – იაგო...

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი, ჩატარებულ კვლევაში, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით...