კვირა, მაისი 18, 2025
21.1 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ჩვენმა მოძრაობამ დასავლეთის მიერ სანქცირებული რუსული პროდუქციის საქართველოში...

“ჩვენმა მოძრაობამ დასავლეთის მიერ სანქცირებული რუსული პროდუქციის საქართველოში შემოტანის არაერთი ფაქტი და ინციდენტი დააფიქსირა” – ლაშა ფარულავა

ანტიკორუფციული მოძრაობის ოფისში, უკრაინის მიერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების  სანქცირებასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გაიმართა თემაზე “უჩა მამაცაშვილისა და დავით იაკობაშვილის კავშირი რუსულ სახელმწიფო სანქცირებულ კომპანიებთან და მათ მიერ საქართველოს შავ ხვრელად გამოყენების სავარაუდო ფაქტები”.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მედიას კონკრეტული ინფორმაციები წარუდგინა “ანტიკორუფციული მოძრაობის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ლაშა ფარულავამ:

უკრაინის უშიშროების საბჭომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები 256 კაციან სასანქციო სიაში შეიყვანა, რომელსაც ხელი პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოაწერა.

ახალ სასანქციო პაკეტით უკრაინა აკრძალვებს ბიძინა ივანიშვილის საყვარელ დეიდაშვილის უჩა მამაცაშვილს და მასთან დაახლოებულ ბიზნესმენს დავით იაკობაშვილს უწესებს.

ჩვენმა მოძრაობამ დასავლეთის მიერ სანქცირებული რუსული პროდუქციის საქართველოში შემოტანის არაერთი ფაქტი და ინციდენტი დააფიქსირა, მათ შორის მოვიპოვეთ კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც შექმნა შემოსავლების სამსახურმა.

ამ დოკუმენტით დადასტურდა რომ დავით იაკობაშვილის კომპანია ,,პეტროსაკი’’ და მისი ჰოლდინგი მთავარი გადამზიდი და მიმღებია – რუსული სანქცირებული პროდუქციის, ხოლო იაკობაშვილის არაკეთილსინდისიერი საქმიანობისთვის ფინანსთა სამინისტროს მწვანე შუქი აქვს ანთებული, რითაც საქართველო გამოყენებულია შავხვრელად და გასარების ბაზრად.

ასევე გვინდა შეგახსენოთ, რომ უჩა მამაცაშვილი 2013 წლიდან 2016 წლამდე ხელმძღვანელობდა საპარტნიორო ფონდს, რომელიც დადასტურდა მატერიალური მტკიცებულების სახით ჩვენს წინააღმდეგ წარმოებულ სასამართლო პროცესების დროს.

სწორედ ამ პერიოდში, დავით იაკობაშვილის კომპანია პეტროკასმა მოიპოვა საქართველოს სარკინიგზო გადაზიდვებზე სომხეთის მიმართულებით მონოპოლისტური მდგომარეობა, რითაც უზრუნველყო რუსული სახელმწიფო კომპანია როსნეფტის პროდუქციის მონოპოლია სომხეთის ნავთობპროდუქტების ბაზარზე. ამაში სავარაუდოდ მონაწილეობდა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე უჩა მამაცაშვილი, რომელიც ზემოთხსენებულ პროცესს, მის დაქვემდებარებულ საქართველოს რკინიგზაში განსაზღვრავდა გადაზიდვების პოლიტიკას.

უკვე დადასტურებული ფაქტია რომ საქართველოში, რუსული ხომალდის ეკიპაჟს წარმოადგენენ უჩა მამაცაშვილი და დავით იაკობაშვილი, ისინი ბარბაროსული ომის დროს, დადგნენ ტერორისტული სახელმწიფოს მხარეს, ტერორისტი პუტინის მხარეს.

უკრაინის მიერ მიღებულ ახალ სასანქციო პაკეტს ექნება გაზიარება საერთაშორისო სასანქციო ჯგუფში, რაც ნიშნავს იმას რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების კაპიტალს დასავლეთის ქვეყნებში დაედება შეზღუდვა, რასაც მსუსხავი ეფექტი ექნება თავად ბიძინა ივანიშვილისთვის და პოზიტიურ როლს შეასრულებს დეოლიგარქიზაციის პოლიტიკური პროცესში,” – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ანტიკორუფციული მოძრაობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი

ინფორმაციას ორგანიზაცია “ანტიკორუფციული მოძრაობა” ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ხვალ რას აპირებთ? როცა ცემისგან მოკლული თანამშრომლის ოჯახს თვალებში ვერ ჩახედავთ. თუმცა რა თვალებში,...

ტვ "იმედზე", კომპანიის თანამშრომლის, შაკო ნათენაძის მკვლელობის ფაქტზე "იმედის...

“სააკაშვილის ბანერი უშლის ხელს ქოცებს ქოცების მოშორებაში. რა არის აქ გაუგებარი?!” – ზაზა ბიბილაშვილის...

„ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“ეს დღე დარჩება საქართველოს საბედისწერო ნათელ წერტილად, ხოლო მიხეილ სააკაშვილი ამ დიადი ამბის მთავარ...

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ვიდეოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“შიზოიდური ოლიგარქიული დიქტატურა ახალ რეკოდებს ამყარებს პოლიტრეპრესიათა მსოფლიო რეიტინგებში” – შალვა ნათელაშვილი

გირაოს გადაუხდელობის გამო, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის აღკვეთი...

“წულუკიანის კომისია ვეღარ ქაჩავს მიშას შავ პიარს და გახარიას მრევლი გამოეფინა დამხმარე ძალად?” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რეგაქტორი, ელისო კილაძე (არა)რიტორიკული შეკითხვის დასმით...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 17-19 მაისის პერიოდისთვის

16 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...