spot_img
მთავარისხვადასხვა"ჩვენ არ გვყავს ქალაქის მერი გადასაყენებელი, მართლა კარიკატურა...

“ჩვენ არ გვყავს ქალაქის მერი გადასაყენებელი, მართლა კარიკატურა პოლიტიკოსების გამო” – ბექა ოდიშარია

იქნებ რაიმე სტანდარტები დავამკვიდროთ ამ ტრაგედიის მერე – ერთი მხრივ, რომ ტექნიკური, პროფესიული თვალსაზრისით, მაქსიმალურად ვიყოთ დაზღვეულები ასეთი ტრაგედიებისგან და ავირიდოთ მომავალში და, მეორე მხრივ, რომ მოხდეს გამოძიება და წინასწარ ანათემას არ გადავცეთ უდანაშაულო ადამიანები. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება ჭეშმარიტება, ბუნებრივია სამართალი აღსრულდება“, – განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თბილისში, ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, რომ გამოძიება აუცილებლად მიუკერძოებლად ჩატარდება და პროცესი გაგრძელდება იქამდე, სანამ არ იქნება ცნობილი დამნაშავე.

ვინც კი შემხებლობაშია ამ ამბავთან, არავის არ ინდობს გამოძიება. ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე, სანამ არ იქნება ცნობილი დამნაშავე. მანამდე კი ჩვენ არ გვყავს ქალაქის მერი გადასაყენებელი, მართლა კარიკატურა პოლიტიკოსების გამო.

კახა კალაძეს ყველაზე ნაკლებად აინტერესებს თქვენს მიერ მის თანამდებობასთან და პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით წამოწეული საკითხები, არანაირი პრობლემა ამასთან დაკავშირებით არ აქვს, მაგრამ რატომ უნდა ბედავდეს ვიღაც ადამიანი, რომ წინსწრებით რაღაც მორალური ტვირთი აკიდოს. ეს ასე ვერც მოხდება, იმიტომ, რომ საზოგადოება ყველაფერს ხედავს.

ვფიქრობ, ასეთ დროს ჩვენ ცოტა მეტი ჰუმანურობა და სოლიდარობა უნდა გამოვიჩინოთ და ბოლო-ბოლო ერთმანეთი დავინდოთ“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...