ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე - ALDE პირველი და ერთადერთი პოლიტიკური...

გიორგი ვაშაძე – ALDE პირველი და ერთადერთი პოლიტიკური ჯგუფია, რომელმაც ჩვენი ინიციატივით დუბლინში ღიად მხარი დაუჭირა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას საქართველოსთვის

გიორგი ვაშაძის და ზურა გირჩი ჯაფარიძის ვიზიტი ბრიუსელში გრძელდება. ოპოზიციონერი ლიდერები დღეს “ALDE”-ს ლიდერებს შეხვდნენ. ვაშაძის თქმით ალდე სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და ეს მათ სამომავლო ნაბიჯებშიც კონრეკულად აისახება:

პირველი – ,,ALDE” ეს არის ,,ევროკავშირის” მმართველი კოალიციის ნაწილი, სიდიდით მესამე ჯგუფი ევროკავშირში.

მეორე – ,,ALDE” ეს არის პირველი და ერთადერთი პოლიტიკური ჯგუფი, რომელმაც ივნისის გადაწყვეტილებამდე, ჩვენი ინიციატივით დუბლინში ღიად მხარი დაუჭირა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას საქართველოსთვის.

მესამე – ,,ALDE” ეს არის ჯგუფი, რომელიც ჩვენ მოგვეხმარება ვაიძულოთ ,,ქართული ოცნება” 12 პუნქტი შეასრულოს და ეს ნიშნავს, როგორც ევროპარლამენტში მუშაობას, ასევე ევროკომისიაში, რაც მთავარია ძალიან კარგად ესმით მათ ლიდერებს, ევროპარლამენტარებს, მთელი ამ ქვეყნების წარმომადგენლებს, რომ დღეს საქართველოში, მიდის რუსული დეზინფორმაციული კამპანია.

როდესაც გამოდიან ხელისუფლების წარმომადგენლები, მათთან დაკავშირებული პირები და პირდაპირ ხელს ადებენ დასავლეთს, ამერიკას და ევროპას თითქოს და საქართველოში ომი უნდათ, თანაც მაშინ, როდესაც ამხელა ინვესტიცია არის ჩადებული საქართველოში ევროკავშირის მხრიდან, ეს ძალიან შემაშფოთებელია ჩვენი პარტნიორებისთვის, ვინც ,,ALDE”-ში არიან, ამიტომ ყველანაირად მხარში გვიდგანან ჩვენ, ქართველ ხალხს პირველ რიგში, სამოქალაქო საზოგადოებას, ჩვენს ევროპულ გენეტიკას იმისთვის, რომ ჩვენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივიღოთ.

სრული მხარდაჭერა ექნება ყველა იმ პოზიტიურ ინიციატივას, რომელიც ჩვენგან იქნება და ამას თქვენ დაინახავთ ევროპარლამენტში, ოფიციალურ განცხადებებში მომავალ პერიოდში და ამაზე ვმუშაობთ სწორედ ამ შეხვედრაზე,” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ამ ქოცებში, თუნდაც მის “განათლებულ” ნაწილში, ნუთუ ერთი ღირსეული, თუ არა ადეკვატური არსება არ...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების...

“ბიძინამ შექმნა “ამოღების ბიურო” და აბსოლუტური უფლებამოსილება გადასცა ქუჩის კრიმინალებს” – ლევან ხაბეიშვილი

“ბიძინამ შექმნა "ამოღების ბიურო" და აბსოლუტური უფლებამოსილება გადასცა ქუჩის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

პაატა მანჯგალაძე: “ჩვენი ამოცანაა ერთობა, წინააღმდეგობა და ბრძოლა”

და კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს ხელისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს, საზოგადოებას...

“განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ნიკუშათი, გარდა იმისა, რომ ბევრ რამეში გაჭრილი ვაშლივით მგავს, კიდევ უფრო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას, პეტრე ცისკარიშვილის...

“ქოცებო, რუსები რომ ვერ “დალაგდნენ” ტრამპის ადმინისტრაციასთან და თქვენ როგორ “დაგილაგებენ”?!” – ზურაბ ბატიაშვილი

უკრაინელების მიერ ქერჩის ხიდზე მიტანილ შეტევასთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს...