პარასკევი, ივნისი 27, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე: "ჩვენი არჩევანი არის ბრიუსელი, "ქართული ოცნების"...

გიორგი ვაშაძე: “ჩვენი არჩევანი არის ბრიუსელი, “ქართული ოცნების” – მოსკოვი”

“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე ბრიუსელიდან მიმართვას ავრცელებს. გიორგი ვაშაძის თქმით ბრიუსელში მიმდინარეობს შეხვედრები უმაღლეს დონეზე. ოპოზიციონერი ლიდერის აზრით ნათლად ჩანს, რომ “ქართულ ოცნებას” არ სურს კანდიდატის სტატუსის მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში ამისთვის ყველაფერს გააკეთებდნენ:

ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ გზას ევროპისკენ საქართველო არ აცდეს და მივიღოთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ისტორიული შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ, სწორედ ამით განვსხვავდებით ჩვენ ,,ქართული ოცნებისგან”: ჩვენი არჩევანი არის ბრიუსელი, “ქართული ოცნების” – მოსკოვი.

რაც შეეხება ევროპელების გზავნილებს, ისინი სამწუხაროდ ვერ ხედავენ პოლიტიკურ ნებას მმართველ ძალაში.

ხაზგასმით ვამბობ, რომ მათ არ უნდათ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, თორემ ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს უფრო რთული რეფორმები საგრძნობლად მოკლე ვადაში კი შეუსრულებია და აი ამ რაღაც გარჩევებს არ უნდა ჰქონდეს ადგილი.

ჩვენ შევხვდით საგარეო უწყებას, ბატონ რუფს, შევხვდით იმ ჯგუფს, რომელმაც 12 რეკომენდაცია მოამზადა, იმ ადამიანებს, რომლებიც კვლავ დიდი წუხილით ამბობენ რომ 12 პუნქტიანი რეკომენდაციების გაცემის შემდგომ გავიდა თვეები, მაგრამ შედეგი კვლავ არ ჩანს.

ეს შედეგი პირველ რიგში ხელისუფლებაში მყოფმა ძალამ უნდა აჩვენოს. ჩვენ, ოპოზიცია გუშინ შევედით და მხარიც კი დავუჭირეთ საკონსტიტუციო ცვლილებებს და ამით ვაჩვენეთ კონსტრუქციულობა,” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მე ძალიან ვაფასებ იმას, რომ არალეგიტიმურ პარლამენტთან არ თანამშრომლობს ძალიან ბევრი პოლიტიკოსი” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან"...

“ქალების და თითქმის ბავშვების პატიმრობაც ჯერ აპეტაიზერადაა ჩამორიგებული” – ნათია ფანჯიკიძე

ამ ბოლო პერიოდში დაპატიმრებების სერიას, ასევე, პედაგოგ ნინო დათაშვილისთვის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

პაატა მანჯგალაძე: “ჩვენი ამოცანაა ერთობა, წინააღმდეგობა და ბრძოლა”

და კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს ხელისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს, საზოგადოებას...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...