spot_img
მთავარისხვადასხვაგიორგი ვაშაძე - ევროპელ პარტნიორებს გული შესტკივათ, რადგან...

გიორგი ვაშაძე – ევროპელ პარტნიორებს გული შესტკივათ, რადგან ძალიან დიდი ენერგია, დრო და ინვესტიციაა ჩადებული, რომ საქართველო ყოფილიყო ევროპული კუნძული ევრაზიის გზაგასაყარზე, რაც სამწუხაროდ, არაა რეალიზებული და ამას ღიად ამბობენ

,,სტრატეგია აღმაშენებლის” და ,,გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერებმა შეხვედრა, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის მართველ დირექტორთან გამართეს. მთავარი თემა საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას ეხებოდა. გიორგი ვაშაძის თქმით შეხვედრებზე მთავარი სათქმელი იყო ის, რომ ქართველი ხალხის სურვილში არაფერი შეცვლილა და მოსახლეობას სურს ევროპის ნაწილი გახდეს.

გიორგი ვაშაძე და ზურა გირჩი ჯაფარიძე ევროსტრუქტურებში აუდიენციებს, მომდევნო დღეებშიც გამართავენ:

ბრიუსელში დღეს შეხვედრა გვქონდა მიხაილ ზიბერტთან, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველ დირექტორთან რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთოს საკითხებში.

ვისაუბრეთ საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების საკითხზე, რომელთა შეუსრულებლობაზეც ჩვენს ევროპელ პარტნიორებს გული შესტკივათ, რადგან ძალიან დიდი ენერგია, დრო და ინვესტიციაა ჩადებული, რომ საქართველო ყოფილიყო ევროპული კუნძული ევრაზიის გზაგასაყარზე, რაც სამწუხაროდ, არაა რეალიზებული და ამას ღიად ამბობენ,” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...