spot_img
მთავარიკანონი და სამართალივგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას და ვთვლი, რომ საჭიროა დავტოვო...

ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას და ვთვლი, რომ საჭიროა დავტოვო ჩემი თანამდებობა – გიგა გიგაშვილი

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი, გიგა გიგაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო, მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობს და ამიტომ საჭიროდ მიიჩნევს, დაკავებული თანამდებობა დატოვოს:

დატრიალებული ტრაგედიის გამო, ჩემი მოადგილე ამ ეტაპზე დაკავებულია. მე, როგორც სამსახურის უფროსი, რა თქმა უნდა, ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას ჩემი მოადგილის სამსახურებრივ ქმედებებზე, ყველა თანამშრომლის მიმართ.

ამიტომ ვთვლი, რომ საჭიროა დავტოვო ჩემი თანამდებობა. სრულად ვითანამშრომლებ გამოძიებასთან, რათა დადგინდეს სიმართლე, თუ რეალურად რა მოხდა ამ ტრაგედიის დღეს და ყველა იმ კითხვას, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, პასუხი გაეცეს“, – განაცხადა გიგა გიგაშვილმა.

გიგა გიგაშვილი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს 2017 წლიდან ხელმძღვანელობს.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბავშვთა დაცვის დღე საქართველოში მხოლოდ თარიღია” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია რიგითი ოჯახის ხარჯებთან...

“წარმატებას ვუსურვებ ცოტნე ივანიშვილის კარგ წამოწყებას და იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი მომავალში კიდევ...

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი პოზიტიური შეფასებებით ეხმიანება და მხარდაჭერას გამოხატავს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...