სამშაბათი, მაისი 13, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკულტურა და ხელოვნებაანა ნაცვლიშვილი: "რაც გელათში ხდება არის ძალიან...

ანა ნაცვლიშვილი: “რაც გელათში ხდება არის ძალიან დიდი სირცხვილი”

პოლიტიკური ჯგუფის „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და ღვთისმშობლის მოზაიკის დაზიანების ფაქტს დიდი სირცხვილი უწოდა.

ის რაც გელათში ხდება ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი და ძალიან დიდი სირცხვილია, რომ საქართველოს პარლამენტი ამ საკითხზე დუმილს აგრძელებს. ძალიან დიდი სირცხვილია, რომ კულტურის კომიტეტის და პარლამენტის მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე თუ როგორ სრულდება ისინი, პარლამენტი კითხვასაც არ სვამს.

ძალიან დიდი სირცხვილია, რომ ღვთისმშობლის უნიკალური მოზაიკა დაზიანებულია და დაზიანებულია იმიტომ, რომ სახელმწიფომ ვერ მოახერხა გელათის გადახურვა. კულტურის მინისტრი საპარლამენტო ტრიბუნაზე რომ იდგა, გვარწმუნებდა რომ ყველაფერი წესრიგშიაო და თქვენც დუმილით იჯერებთ და ეთანხმებით.

რამდენიმე დღეში ღვთისმშობლის მოზაიკას ვკარგავთ იმ სახით, რა სახითაც საუკუნეებს გაუძლო. ამ დუმილს გააგრძელებთ, ეჭვიც არ მეპარება. შეიძლება ერთი-ორი სიტყვა თქვათ თავის გასამართლებლად“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ევროპა ჩვენი მიზანი კი არ არის ის არის გზა, გზა დაცულობისკენ, განვითარებისკენ და სიმშვიდისკენ”...

მმართველი გუნდის მიერ წარმოებულ პროპაგანდასა და ქართველი ერის მიზანზე...

“ქვეყნის ჭაობიდან ამომყვანის გათავისუფლების მოთხოვნას პუნქტების ჩამოთვლა არ სჭირდება” – კობა ხაბაზი მიხეილ სააკაშვილზე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კობა ხაბაზი, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან...

“ქართული ოცნების” ყრილობის მოკლე შეჯამება: ყველგან კობახიძე, არსად სამართალი” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტი, დავით ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" ყრილობის ინტერპრეტირებულ შეფასებას...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...