პარასკევი, მაისი 17, 2024

“სტრატეგია აღმაშენებელი”: დაუყოვნებლივ გადადგეს ქალაქის მერი კახა კალაძე!

პარტია “სტრატეგია აღმაშენებელი” ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული ფაქტის შედეგად გარდაცვლილ ოჯახს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პასუხისმგებლობა თბილისის მერიას ეკისრება და ამის შედეგად დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე:

უმძიმესი ტრაგედია მოხდა დღეს. 13 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა ქალაქში არსებულ კორუფციას, უსისტემობას, არაკომპეტენტურობას და ქაოსს.

წლობით გაწელილი საგზაო-სარემონტო სამუშაოები, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საცობები, პარკინგის პრობლემები, ქაოტური მშენებლობა – ყველაფერი ეს არის მერი კალაძის და მისი გუნდის არაკომპეტენტურობის და კორუფციაში ჩართულობის შედეგი.

მომხდარ ტრაგედიაზე ყველა სახის პასუხისმგებლობა – პოლიტიკური, ადამიანური, მორალური, იურიდიული ეკისრება მერიას და პირადად კახა კალაძეს. რადგან ქალაქის მერიაა როგორც სამუშაოების დამკვეთი, ასევე ის ორგანო, რომელმაც ჩაიბარა ობიექტი და პასუხისმგებელია შადრევნის გამართულ მუშაობაზე, ისევე როგორც რეკრეაციულ სივრცეებში მოქალაქეების უსაფრთხოებაზე.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ მოვითხოვთ მერი კალაძისგან, რომ არ გაექცეს პასუხისმგებლობას და დაუყოვნებლივ გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან!” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული