ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერება“ჯერ დააჯილდოვეს, მერე გაუშვეს" - ასეთია პარტკომის სამართალი,...

“ჯერ დააჯილდოვეს, მერე გაუშვეს” – ასეთია პარტკომის სამართალი, თსუ-ს გარშემო აბსურდის თეატრი გრძელდება – ნანა ტოხვაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტსაბჭოს წევრი, განათლების მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ტოხვაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ მდგომარეობას ეხმიანება:

ჯერ დააჯილდოვეს, მერე გაუშვეს” – ასეთია პარტკომის სამართალი. თსუ-ს გარშემო აბსურდის თეატრი გრძელდება. 7 ოქტომბერს გიორგი შარვაშიძემ ფეისბუქ პოსტით გვაცნობა, რომ “ვადაზე ადრე გათავისუფლების მოთხოვნით” აკადემიურ საბჭოს უკვე მიმართა. ისმის კითხვა, რატომ ახლა და არა სტუდენტების მწვავე პროტესტების დროს? მაშინ, როცა ათასობით ქუჩაში დარჩენილი სტუდენტი ითხოვდა განათლების უფლებას.

ალბათ გაინტერესებთ, ვინ იქნება შემდეგი? ან ვის გამოუთავისუფლეს თსუ-ს რექტორის თანამდებობა?! გაამწესებენ თუ არა ამ თანამდებობაზე პარტიულად უფრო “მოქოქილ” ან ხელისუფლების წინაშე მეტი დამსახურების მქონე სუბიექტს?…

“სტრატეგია აღმაშენებლის” საკანონმდებლო ინიციატივის სახით არსებობს შანსი, რომ გაირღვეს ეს მოჯადოებული და მანკიერი წრე. რექტორის პირდაპირი და საყოველთაო ლეგიტიმაციით არჩევის წესის (კანონპროექტი უკვე დარეგისტრირებულია საქართველოს პარლამენტში) დანერგვით საუნივერსიტეტო ცხოვრების გაჯანსაღების შანსი არსებობს. აკადემიური საბჭოს მიერ არა კულუარულად ან “ზემოდან” დაკვეთით შეირჩეს რექტორობის კანდიდატი, არამედ ფართო კონსესუსის, პროფესორ-მასწავლებლების, აკადემიური წრეებისა და სტუდენტების სრული ჩართულობით,” – აცხადებს ნანა ტოხვაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“აზერბაიჯანსაც ომი უნდა?!” – გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილის კონკრეტული პარალელი და (არა)რიტორიკული შეკითხვა: "ალიევივით ქვეყნის გამთლიანების...

“ამოსავალი წერტილი არის მშვიდობის შენარჩუნება, რასაც მოჰყვება ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლებისთვის ამოსავალი წერტილი არის...

“ასე როგორ დაბეჩავდით, ვანო ნადირაძეს საპატიო ყარაული რომ არ დაახვედრეთ?!” – ელისო კილაძე

უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრისთვის საპატიო ყარაულის დახვედრაზე უარის გამო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...