ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალისაქართველოში რუსეთიდან სახმელეთო გზით, რკინიგზით გარდაბნის საბაჟო გამშვები...

საქართველოში რუსეთიდან სახმელეთო გზით, რკინიგზით გარდაბნის საბაჟო გამშვები პუნქტიდან შემოვიდა სანქცირებული ნავთობპროდუქტი, 81 ათასი ტონა ბენზინი – ანტიკორუფციული მოძრაობა კონკრეტულ ინფორმაციას ავრცელებს

ანტიკორუფციული მოძრაობის აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა ფარულავამ ფინანსთა სამინისტროსთან რუსული სანქცირებული პროდუქციის შესახებ განცხადება გააკეთა და კონკრეტული დოკუმენტები გაასაჯაროვა.

როგორც „ანტიკორუფციულ მოძრაობაში“ აცხადებენ, მამხილებელი დოკუმენტით დასტურდება, რომ საქართველოში რუსეთიდან სახმელეთო გზით, რკინიგზით გარდაბნის საბაჟო გამშვები პუნქტიდან შემოვიდა სანქცირებული ნავთობპროდუქტი, 81 ათასი ტონა ბენზინი.

დოკუმენტში ნათლად ჩანს, რომ პროდუქტის გამომგზავნი არის რუსული ნავთობგიგანტი, სანქცირებული სახელმწიფო კომპანია «Роснефть», ტვირთის ტრანსპორტირებას ახდენს შ.პ.ს. „SPG თრეიდინგი” და ტვირთის მიმღებია შ.პ.ს. „სან პეტროლიუმ ჯორჯია“.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები საჯარო განცხადებებით ხშირად საუბრობდნენ, რომ რუსული სანქცირებული პროდუქტისთვის საქართველო ვერანაირად ვერ გახდება შავი ხვრელი და გასაღების ბაზარი, ფაქტები საპირისპიროს ამტკიცებს. სისტემატიური ხასიათი მიიღო საქართველოს ტერიტორიაზე რუსული სანქცირებული პროდუქციის ტრანსპორტირებამ და მისი რეალიზაციის ხელშეწყობამ, რაც არა ერთხელ იქნა გაჟღერებული საჯარო წყაროებით“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

საყურადღებო ფაქტია, რომ ტვირთის მიმღები კომპანია შ.პ.ს. „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ უკრაინის მთავრობის მიერ დასასანქცირებელთა სიაში მოყოფი “Petrocas Energy Group”-ის საკუთრებაშია, თავად პეტროკასი კი ფორმალურად ასევე უკრაინის მიერ სანქცირებულ რუს ოლიგარქ დავით იაკობაშვილს და ქართველ ბიზნესმენ ივანე ნაკაიძეს ეკუთნის. ფორმალურად იმიტომ, რომ სინამდვილეში არსებობს საფუძვლიანი ეჭვი და ამას ფაქტებიც ადასტურებს, რომ ბიზნესმენ ივანე ნაკაიძის წილი სინამდვილეში რუსულ სანქცირებულ ნავთობგიგანტს «Роснефть»-ს ეკუთნის. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ “Petrocas Energy Group” CEO-მ ივანე ნაკაიძემ კომპანიაში რუსული სახელმწიფო ნავთობკომპანიის Rosneft-ის 49%-იანი წილი გამოისყიდა, თუმცა არ საჯაროვდება ფინანსური გარიგების დეტალები, გასაიდუმლოებულია Rosneft-ისთვის გადახდილი თანხის ოდენობა, რაც კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ გარიგება იყო ფიქტიური და მოჩვენებითი, მიზნად კი რუსული ნავთობპროდუქტების სანქციების გვერდის ავლით ვაჭრობის ხელშეწყობას ემსახურებოდა. აღნიშნული შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულსაც, რასაც სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს.

მას შემდეგ, რაც მედიაში საჯაროდ გავრცელდა ინფორმაცია საზღვაო ტრანსპორტით, ტანკერებით სანქცირებული ნავთობპროდუქტების შემოტანის თაობაზე, როგორც სჩანს ოლიგარქიული კლანის მფარველობის ქვეშ მყოფმა დანაშაულებრივმა სინდიკატმა ალტერნატიული გზებით, ხმელეთით სარკინიგზო ტრანსპორტით დაიწყო იგივეს კეთება, იმედით, რომ ეს ინფორმაცია არ მოხვდებოდა მედიაში. აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს მთავრობას, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს.

ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული სქემას სავარაუდოთ მფარველობს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი და აღასრულებს მისი უშუალო ნდობით აღჭურვილი მაღალი თანამდებობის პირი, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე.

წარმოუდგენელია, მაშინ როცა სახელმწიფოს გაცხადებულად აქვს პოლიტიკა, რომელიც იზიარებს დასავლეთის სანქციების რუსეთთან მიმართებაში და ფორმალურად უნდა უზრუნველყოფდეს მის ეფექტიანობას თავად ხმარება სანქცირებულ რუსულ სახელმწიფო კომპანიებს გვერდი აუარონ სანქციებს.

მოძრაობა ფორმალურად მიმართავს ფინანსთა სამინისტროს, მაგრამ არ აქვს მოლოდინი რომ ამას რაიმე სახის რეაგირება მოყვება, თუმცა ვაპირებთ მატერიალურ მტკიცებულება გავუზიაროთ მაიკლ მაქფოლის საერთაშორისო სასანქციო ჯგუფს და ევროკავშირის უფლებამოსილ ორგანოებს.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რას ამბობთ, ძალიან სტაბილურად და მყარად გრძნობს რეჟიმი თავს😅” – ნინო ჯანგირაშვილის ირონია

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონია ქვეყანასი არსებულ...

ნინო ჯანგირაშვილი: “ბოიკოტი მაინც შედგება”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით,...

“შავი ასოებით უნდა შევიდეს დემოკრატიული საქართველოს ისტორიაში ყველა ის პოლიტიკოსი თუ ჟურნალისტი, რომელიც “დანოსებით”...

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“უკანონობის ისეთ ეტაპს მივაღწიეთ, რომ შევარდნაძისა და სააკაშვილის ეპოქას ნოსტალგიით ვიხსენებთ!” – ფადი ასლი

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ბიზნესმენი ფადი ასლი ქვეყანაში არსებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...