პარასკევი, ივლისი 4, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"5 წლიანი ვადა ბოლომდე გავიყვანე ისე, რომ ბევრი...

“5 წლიანი ვადა ბოლომდე გავიყვანე ისე, რომ ბევრი კრიტიკა მომისმენია, მაგრამ არავის უთქვამს, რომ სახალხო დამცველი არ არის დამოუკიდებელი ინსტიტუტი” – ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშს საკანონმდებლო ორგანოში უსმენდნენ. ნინო ლომჯარიამ ვრცლად და მწვავედ ისაუბრა ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ანგარიშის წარდგენის შემდეგ ომბუდსმენმა შეაჯამა მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდი:

,,სახალხო დამცველი საკმაოდ მწვავე იყო იმ ვითარების შეფასებაში, რასაც ბოლო წლების განმავლობაში ჰქონდა ადგილი ქვეყანაში. ბუნებრივია, ეს პოლიტიკურად არ არის მისაღები მათთვის.

ალბათ ისინი ამ ფორმით ცდილობენ, რომ გარკვეულწილად თავდაცვის პოზიციაში დგანან. მათ ალბათ მიაჩნიათ, რომ სახალხო დამცველზე თავდასხმით ის პრობლემები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, სადღაც გაქრება და საზოგადოება ამ პრობლემებს ვერ დაინახავს.

არანაირად არ მეუხერხულება ის, რომ ვიყავი და ვიქნები დარჩენილ ვადაში, მათ შორის, საქართველოს მე-3 პრეზიდენტის უფლებათა დამცველი, ასევე – იმ ადამიანის უფლებების დამცველი, რომლებიც მათ ხელისუფლებას წარმოადგენდნენ.

5 წლიანი ვადა ბოლომდე გავიყვანე ისე, რომ ბევრი კრიტიკა მომისმენია, მაგრამ არავის უთქვამს, რომ სახალხო დამცველი არ არის დამოუკიდებელი ინსტიტუტი. ვფიქრობ, რომ ეს არის მთავარი მიღწევა ჩვენი ინსტიტუტის,“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქოცნახირი ისევ ჩუმად იქნება” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა მწვავე შეფასებებით, კონკრეტულ განმარტება-მინიშნებებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ვიღაცამ საჯაროდ დამაჯერებლად უნდა ახსნას, თუ როგორ და რა რესურსებით აპირებს ასეთ მოცემულობაში ხელისუფლების...

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თავის მოსაზრებებს აფიქსირებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: "არჩევნების...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...