სამშაბათი, აპრილი 22, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისაგარეო პოლიტიკაირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს...

ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრაღაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი სამიტის ფარგლებში, ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.

შეხვედრისას პრემიერმა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს, რათა გადადგას შემდეგი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.

ამ მიზნით, საქართველო მყისიერად შეუდგა ევროკომისიის მიერ იდენტიფიცირებული 12 პრიორიტეტის შესრულებას. პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ინკლუზიური პროცესი საშუალებას აძლევს ხელისუფლების ყველა შტოს, ასევე ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, სრულად ჩაერთონ პრიორიტეტების შესრულებაში, რისთვისაც სამუშაო ჯგუფებია შექმნილი.

საუბარი შეეხო უკრაინაში რუსეთის აგრესიას და მის გავლენას საქართველოზე, რეგიონსა და ზოგადად, მსოფლიოზე. პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დასამყარებლად ევროკავშირის მცდელობებს და საქართველოს მზადყოფნას, საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ საქმეში.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ევროკავშირთან სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ციფრულ სფეროებში შემდგომ დაახლოებასა და ინფრასტრუქტურულ კომუნიკაციაზე ისაუბრეს. შავ ზღვაზე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას ევროკავშირის სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და ევროკავშირი და საქართველო ამ მიმართულებით თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებენ.

პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტი მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მიიწვია.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“უკვე მეორე წელია რაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ეს უბადრუკი ბიომასა საპროტესტო აქციებით ხვდება” –...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მძიმე შეფასებებით ეხმაურება საპროტესტო აქციების მონაწილეების...

“ჩვენი ორგანიზაციის (ISSA) მიერ სულ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს ერთ საინტერესო შედეგს” – იაგო...

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი, ჩატარებულ კვლევაში, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით...