ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალისპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს...

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტს წინადადებებით მიმართა

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, საქართველოს პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობს, რომელიც ევროკომისიის 12 პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად, სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების გაძლიერებისა და მათი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიმართულებით, განსაზღვრულ საკითხებზე მუშაობს.

სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სამსახურს შესაძლებლობა მიეცა, ევროკომისიის რეკომენდაციების ეფექტიანი შესრულების მიზნით, წარედგინა საკუთარი მოსაზრებები. სწორედ ამ მიზნებიდან გამომდინარე, საგამოძიებო ორგანოს გაძლიერებისა და მისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად, ევროკომისიის რეკომენდაციის ფარგლებში, სამსახურმა შემდეგი წინადადებები შეიმუშავა:

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე გახდეს ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დარღვევის ფაქტების გამოძიება, რაც სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას წარმატებით შეასრულოს პოზიტიური ვალდებულება, სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების აღსაკვეთად და დროულად გამოსაძიებლად, ეფექტური და დამოუკიდებელი გამოძიება აწარმოოს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე გახდეს არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების პროცესში გამოვლენილი ისეთი დანაშაულების გამოძიება, რომელიც სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო მტკიცებულებების განადგურების, უკანონო დაკავების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი სიყალბის შემთხვევებს უკავშირდება (სსკ-ის 147-ე, 332-ე, 333-ე, 341-ე და 3691-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები).

აღნიშნული ცვლილება უფრო მეტად გააძლიერებს და დამოუკიდებელს გახდის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომელსაც მიეცემა შესაძლებლობა არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების პროცესში მის მიერვე გამოვლენილი სამართალდამცავების მიერ ჩადენილი ზემოთ მითითებული დანაშაულები, ნაცვლად სხვა უწყებაში გადაგზავნისა, თავად გამოიძიოს და გაზარდოს საგამოძიებო პროცესის ეფექტურობა.

ასევე, სპეციალური საგამოძიებო სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს თავიდან განისაზღვროს და ხელახლა ჩამოყალიბდეს სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა და გამოსაძიებლად გადაეცეს სისხლის სამართლის კოდექსის მხოლოდ ის მუხლები, რომელიც სამსახურის მიზნებთან, გამოწვევებთან და რესურსებთან თანხვედრაში იქნება.

მნიშვნელოვანია, კანონმდებლობით დარეგულირდეს პროცედურა, რომლის საფუძველზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი უფლებამოსილი იქნება, საქმიანობის/ანგარიშის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების განხილვის მოთხოვნით, საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტს მიმართოს;

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ შემუშავებული და პარლამენტისთვის წარდგენილი წინადადებები ასევე საკანონმდებლო ცვლილებებსაც ითვალისწინებს, რამაც სამსახურის ფინანსური და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გარანტიების გაფართოვება უნდა უზრუნველყოს.

სამსახურმა აღნიშნული წინადადებებით საქართველოს პარლამენტს უკვე მიმართა.

სპეციალური საგამოძიებოს სამსახური, ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულების, მათ შორის, წარმოდგენილი წინადადებების განხილვის პროცესში, საქართველოს პარლამენტთან, უფლებადამცველ ორგანიზაციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან აქტიურად თანამშრომლობას გეგმავს.

ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებოს სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მაბრალებენ იმას (კორუფციას და ბარიგების მფარველობას), რასაც მთელი ცხოვრება ვებრძოდით მეც და მამაჩემიც” –...

გავრცელებული ინფორმაციით საგარეჯოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა,...

“გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 1967 წელს დაბადებული გ.რ.-ს დაკავების შესახებ” – შსს

თბილისის აეროპორტში დააკავეს ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი. აღნიშნულთან დაკავშირებით, მაღალი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...